x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ჰოროსკოპი: ვირთხის წელი
image ამ ნიშნით დაბადებულებს სასიამოვნო გარეგნობა გააჩნიათ, მიმზიდველები არიან, შრომისმოყვარეები, მუდამ იციან, რა სურთ, უყვართ სიმდიდრის მოხვეჭა და დაგროვება. ბუნებით ხელმომჭირნეებს, ფულის ფლანგვა არ სიამოვნებთ, მაგრამ ისიცაა, როცა რაიმეთი გატაცებულები ან სულაც შეყვარებულები არიან, ხელომჭირნეობა ავიწყდებათ.გულუხვობას მარტო იმათ მიმართ იჩენენ, ვინც უყვართ და ვისაც აფასებენ. პედანტურობამდე მისული აკურატულობა ახასიათებთ. ხშირად მათი ქცევა არ ექვემდებარება ლოგიკას.

პატივმოყვარენიც არიან და როგორც წესი, მიზანს ყოველთვის აღწევენ.ზოგჯერ თავშეკავება ღალატობთ და გაშმაგებამდეც მიდიან. საერთოდ, კი გულახდილები არიან და ჭორაობა და სხვისი გაკილვაც ეხერხებათ ხოლმე.

ა) ადამიანები, რომლებიც იდეალურად შეგეფერებიან როგორც სიყვარულში, ასევე მეგობრობაში: ურჩხული, მაიმუნი და ხარი.

ბ) ადამიანები, რომლებთანაც თქვენი ურთიერთობა ნაკლებადაა გამართლებული: გველი, ვეფხვი, ძაღლი, ტახი და ვირთხა.


გ) ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ შეგეფერებიან არც ერთი და არც მეორე თვალსაზრისით. უფრო მეტიც, მათთან კავსირი უბედურება და კატასტროფაც კი შეიძლება მოგიტანოთ: ცხენი.

0
1431
1-ს მოსწონს
ავტორი:რომეო
რომეო
1431
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0