x
მეტი
  • 16.09.2019
  • სტატია:94784
  • ვიდეო:342559
  • სურათი:456804
როგორ არ უნდა მოვიქცეთ საწოლში ძილის წინ?! - რჩევები წყვილებს

წყვილის უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, რომ ძილის წინ ერთად გატარებული დრო დადებითად ისახება მათი ურთიერთობის ხარისხზე. ფსიქოლოგების აზრით აუცილებელია პარტნიორებს შორის ჯანსაღი და ემოციური სიახლოვე, განსაკუთრებით კი ძილის წინ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პარტნიორი ვერ თანხმდება ტემპერატურაზე, ასევე "პლედისა" თუ საბნის გაყოფაზე, საერთო საწოლსა და საბანში გატარებული დრო ხელს უწყობს უსაფრთხოების გრძნობის ჩამოყალიბებაზე, რაც თავისთავად ამცირებს სტრესის ჰორმონის- კორტიზოლას დონეს ორგანიზმში.



image




1. არავითარი ტელეფონი.

image



მეცნიერებმა დაამტკიცეს ფაქტი, რომ ძილის წინ, საწოლში თელეფონი, პლანშეტი, ნოუთბუქის გამოყენება საგრძნობლად მოქმედებს ჰორმონი - ოქსიტოჩინის გამომუსავებაზე, რომელიც პასუხისმგებელია პარტნიორის მიმართ ჩვენს ემოციურ თუ მიზიდულობის გრძნობებზე. ამიტომ, წყვილებმა, რომლებსაც სურთ ერთმანეთის მიმართ ლტოლვისა და სიყვარულის შენარჩუნება, მობილური ტელეფონები და სხვა მოწყობილობები საღამოს 21:00 საათიდან უნდა გამორთონ.






2. არავითარი საქმის შესრულება საწოლში.


image


ზოგჯერ ისეთი დატვირთული კვირის დღეები გვაქვს, რომ ძილის წინაც არ ვაძლევთ თავს საშუალებას, რომ დავისვენოთ და დარჩენილი სამუშაოს შესრულება სახლიდან, საწოლში გვიწევს. გახსოვდეთ, რომ თქვენს ურთიოერთობაზე ეს უარყოფითად მოქმედებს და სჯობს საქმე დილისთვის გადადოთ, რადგან "დილა საღამოზე ბრძენია".





3. ერთად დაწექით დასაძინებლად.

image


თანამედროვე რიტმში ცხოვრება საშუალებას არ გვაძლევს, რომ ერთად დავწვეთ დასაძინებლად, რადგან მეუღლეები ზოგიერთ საქმეს ვერ უგულებელყოფენ და უწევთ სხვადასხვა საათზე დაძინება. ცნობილი ფსიქოლოგის, კურტ სმიტის აზრით, ბედნიერი წყვილი ერთდროულად იხეხავს კბილებს და ერთად წვება დასაძინებლად.






4. გარკვეული რიტუალები.

image


ყველა საღამოს იგივე ქმდებების გამეორება, ბევრ წყვილს ალბათ უკვე ჩვევაში აქვს - ტანსაცმლის გამზადება დილისთვის, საკვების შეწყობა მაცივარში, ზედმეტი ნივთების ალაგება, შხაპის ერტად მიღება და როგორც უკვე აღვნიშნე ზემოთ, კბილების ერთად გახეხვა. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მსგავსი რიტუალები ურთიერთობაში მეტ ნდობას აღვიძებენ.





5. ურთიერთობის გარკვევა.

image


კამათი და ურთიერთობის გარკვევა თუ პრობლემის მოგვარება ძილის წინ, გამოსავალი არ არის. ღამით, თან იმ მოკლე დროში მას მაინც ვერ გადაჭრით, ცუდ ძილს და მშფოთვარე ღამის გარანტიას კი ნამდვილად შეიქმნით.





6. საწოლი ბავშვების გარეშე.

image


რა თქმა უნდა, შეიძლება ბავშვი საწოლში ჩაიწვინოთ იმ შემთხვევაში, თუ ღამის კოშმარმა გამოაღვიძა ან რამემ შეაშინა- ქარის ხმა, ჭექა-ქუხილი და მას ნუგეში სჭირდება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთჯერადი "ღონისძიება" უნდა იყოს და სისტემური სახე არ მისცეთ. გახსოვდეთ, რომ საწოლი ეს არის ყველაზე ინტიმური და პირადული წყვილებს შორის და იქ ბავშვი არ უნდა იყოს.





7. მოსადუნებელი მასაჟი.

image


ძილის წინ მოსადუნებელი მასაჟი არამარტო მოგასვენებთ ფიზიკურად, არამედ ხელს შეუწყობს თქვენს ინტიმურ სიახლოვეს.





8. ჩახუტება.

image


ჩახუტების გარეშე, აბა როგორ?!! ფსიქოლოგები დაჟინებით ითხოვენ, რომ ხშირად ჩაეხუტოთ პარტნიორს. მსგავსი სიახლოვე ხელს უწყობს დასვენებას და იწვევს სასიამოვნო ემოციებს.





2
794
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
794
  
18 ივლისი, 22:41
მადლობა, გუჯა ;)
18 ივლისი, 15:28
ძილის წინ წყვილს შორის სასიამოვნო თემაზე საუბარი, მოფერება მშვიდ ძილს უწყობს ხელს. აი სექსი კი განთიადზეა ფანტასტიური, როცა წყვილი ენერგიის მოზღვავებას გრძნობს.
საინტერესო და შემეცნებითი სტატიაა მაკუშ, მაგარია...
0 1 2