x
image
ციცი
Mediator image
ვარსკვლავების “ბრძნული” გამონათქვამები
ვარსკვლავებს ჭკუა არ მოეკითხებათ, მთავარია იყვნენ მომხიბვლელები და ლამაზები. ზოგიერთი მათგანი კი არც თუ დიდად გამოირჩევა მახვილგონიერებით და ზოგჯერ ისეთ სისულელეებს ამბობოენ, გაგაოცებენ.

imageბრიტნი სპირსკითხეს ხომ არ ჰქონდა მას სურვილი, რომ მონაწილეობა მიეღო ბროდვეის რომელიმე პროექტში, რაზეც მან უპასუხა:-"დარწმუნებული არ ვარ, ვფიქრობ რომ სჯობს დავიწყო ჯერ ლონდონით ან ინგლისით".
"მე არასოდეს არ მქონდა სურვილი იაპონიაში წასვლის, მხოლოდ იმიტომ რომ არ მიყვარს თევზი და მე ვიცი როგორი პოპულარულია თევზი, მათთან აფრიკაში."


image

განსაკუთრებით გამოირჩევა "ბრძნული" გამონათქვამებით ჯესიკა სიმპსონი. თავისი ვარსკვლავური ცხოვრების მანძილზე მან ბევრი სისულელე წამოროშა, მაგრამ ზოგიერთი განსაკუთრებულია: " მე არ მჭირს ანორექსია. მე ვარ ტეხასიდან. ნუთუ ტეხასში ხალხი დაავადებულია ანორექსიით? მე ასეთი რამ არ მსმენია. ეს მეც მეხება". თმების შესახებ ჯესიკას მოსაზრება: "თუ არ მაქვს განწყობა რომ სადმე წავიდე, თმებს არ ვიბან. ანუ მე ველოდები სანამ თმებს ჭუჭყის სუნი არ აუვა". მამაკაცების შესახებ: "მამაკაცთან ურთიერთობისას მთავარია მე არ მოვიწყინო. ადვილად ვკარგავ ინტერესს მამაკაცთან საუბრისას, თუ თემა უინტერესოა. ამიტომ ვირჩევ ჭკვიან მამაკაცებს, ინტელექტუალებს, რომლებიც ჩემს ტვინს მოდუნების უფლებას არ მისცემენ". image
























ჯესიკას მსგავსად ჭკვიანი მამაკაცები ხიბლავს მიშა ბარტონს: " მე მიყვარს ჭკვიანი მამაკაცები, იმიტომ რომ მეც მიყვარს ჟურნალების კითხვა" image



















პერის ჰილტონი -"მე მინდა ბავშვი მომავალ წელს და ამიტომ მე ჩემი სხეული უკვე მოვამზადე ამისთვის". image


















მერაია ქერი-"როდესაც ტელევიზიით ვხედავ მსოფლიოს უღარიბეს და უგამხდრეს ბავშვებს, ცრემლს ვერ ვიკავებ. მეც მინდა ვიყო ასეთივე გამხდარი, მხოლოდ ყოველგვარი ტანჯვისა და სიკვდილის გარეშე".

image

































მეგან ფოქსი-"მე არ ვინანებ ტატუს გამო როდესაც დავშორდებით. მე ხომ ყოველთვის შემიძლია ჩემს შვილს ბრაიანი დავარქვა-ეს მოსახერხებელია".

image





























ლინდა ევანგელისტა-"მე ღმერთმა მომცა ეს სილამაზე. თუ არ ვიქნებოდი ასეთი ლამაზი, მაშინ მასწავლებელი გამოვიდოდი". "მე დიდ ყურადღებას არ ვაქცევ ჩემს წონას. უბრალოდ არ ვჭამ იმას, რისი ჭამის სურვილიც მაქვს". ასე რომ ვარსკვლავები არც თუ ისე ჭკვიანები არიან, მაგრამ მათ ეს ეპატიებათ, რადგან მათ არ ჭირდებათ ჭკუა, მთავრი მათი კოზირი ხომ მომხიბვლელობაა.

2
1295
10-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1295
  
2012, 22 აგვისტო, 13:50
:D კარგად ვიცინე
0 1 2