x
მსახიობები, რომლებმაც პარტნიორები გადაღებებზე გაცნობილი კოლეგების გამო მიატოვეს
image


რამდენიმე დღის წინ ამერიკის ტაბლოიდები იუწყებოდნენ, რომ მსახიობი და მომღერალი ლედი გაგა საცხოვრებლად ბრედლი კუპერთან გადავიდა, რომელიც ფილმში "ვარსკვლავის დაბადება" პარტნიორობას უწევდა. მანამდე კუპერი ოპიციალურ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოდელ ირინა შეიკთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს. რამდენად შეესაბამება სიმართლეს ლედი გაგას გადასვლის შესახებ, რთულია თქმა.


მანამ რამე გაირკვევა, გთავაზობთ იმ მსახიობების ჩამონათვალს, რომლებმაც თავისი მეორე ნახევრები გადაღებების შემდეგ სხვა ცნობილი მსახიობების გამო მიატოვეს.


1. ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი



სერიალ "მეგობრების" ვარსკვლავი ჯენიფერ ენისტონი ხუთი წლის განმავლობაში ბრედ პიტთან ბედნიერ ქორწინებაში იყო. მათ შვილი არ ჰყავდათ და ურთიერთობაც ნელ-ნელა უარესდებოდა. ჭორების მიხედვით, ბრედს ძალიან უნდოდა შვილები და ვერ ურიგდებოდა იმ ფაქტს, რომ ცოლი უშვილო ჰყავდა. 2005 წელს ბრედ პიტმა ხელი მოაწერა ახალი ფილმის "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებების კონტრაქტს. ფილმის გადაღებებისას მან გაიცნო ანჯელინა ჯოლი. ამ ორს შორის რომანი მალე გაიბა, რომლის გამოც ენისტონთან ურთიერთობის გაგრძელებამ აზრი დაკარგა. საბოლოოდ ბრედი და ენისტონი დაშორდნენ.


აღსანიშნავია ისიც, რომ ბრედის და ანჯელონას ქორწინებაც უკვე დასრულებულია. ამ მომენტისთვის ბრედი თავის პირველ ცოლს შეურიგდა და მასთან განქორწინებას " ცხოვრების ყველაზე დიდ შეცდომად" მიიჩნევს.


2. ოუენ მაკგრეგორი და მერი იელიზაბეტ უინსტედი


image


გასულ წელს ოუენ მაკგრეგორის სახელი სიმართლე ითქვა სულ არ მოხვედრილა ტაბლოიდებზე, რაც მისი არავარსკვლავური კარიერის გამო მოხდა. ჟურნალისტები მის სკანდალურ განქორწინებას განიხილავდნენ სამხატვრო ხელმძღვანელთან ივ მავრიკისთან. მაკგრეგორის ქორწინება ოფიციალურად მაშინ დასრულდა, როცა უკვე რომანი ჰქონდა გაჩაღებული სერიალ "ფარგოს" მესმე სეზონის მსახიობ მერი ელიზაბეტ უინსტედთან. მსახიობებმა, რომელთაც ფილმში შეყვარებულების როლი ჰქონდათ, რეალურადაც დაიწყეს ერთმანეთის მიმართ გრძნობების გამომჟღავნება. საბოლოოდ უინსტედმა ქმარი მიატოვა, ხოლო მაკგრეგორმა ცოლი და ოთხი შვილი.


რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მსახიობის შვილებმა დედის მხარე დაიჭირეს. გარდა ამისა ბავშვებმა ელიზაბეტის მიმართ სოციალურ ქსელშიც დაიწყეს მისი აუგად მოხსენიება, რაც ჟურნალისტებს არ გამოჰპარვიათ. ქალს ისინი ბრალს სდებდნენ ჰოლივუდის ყველაზე მყარი ოჯახის დანგრევაში.


3. ჯო რაიტი და ჰეილი ბენეტი


image


"გამოსყიდვის" და "ანა კარენინას" რეჟისორმა ჯო რაიტმა ცოლი, ინდოელი კომპოზიტორი ანუშკა შანკარი დამწყებ მსახიობ ჰეილი ბენეტის გამო მიატოვა. საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა საიდუმლო რომანი მათ შორის, მანამ ისინი პაპარაცებმა პარიზში არ გამოიჭირეს. რაიტი და შანკარი თითქმის შვიდი წელი იყვნენ ცოლ-ქმარი და ორ შვილს ზრდიდნენ. მას შემდეგ, რაც რომანი გამომჟღავნდა, რაიტმა მიიღო გადაწყვეტილებ, ცოლს დაშორებულიყო. იმ მომენტისთვის ჰეილი ბენეტი ჯოსგან უკვე ელოდებოდა ბავშვს.


აქვე უნდა აღინიშნოს რომ ანუშკა სანკარ რაიტს თავის დროზე მსახიობმა როზამუნდ პაიკმა უღალატა, რომელზეც დაქორწინებას აპირებდა. მაშინ მათი ურთიერთობა ქორწილამდე არ მისულა, ისინი მაშინვე დაშორდნენ ერთმანეთს.


4. კრისტენ სტიუარტი და რუპერტ სანდერსი


image


საგა " ბინდის" მთავარი ვარსკვლავები კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატინსონი დიდხანს ხვდებოდნენ ერთმანეთს რეალურ ცხოვრებაში.მილიონი ფანატი თვალყურს ადევნებდათ მათ რომანს სცენის მიღმაც. თუ ბელას და ედვარდის ურთიერთობა ქორწინებით დასრულდა, სტიუარტის და რობერტის ურთიერთობამ კრახი განიცადა. მსახიობმა რობერტს " ფიფქია და მონადირის" რეჟისორთან რუპერტ სანდერსონთან უღალატა, რომლებიც ერთ-ერთ პაემანზე პაპარაცებმა გამოიჭირეს.


მომხდარი იმდენად მტკივნეული არმოჩნდა რობერტისთვის, რომ მან გარკვეული დროის განმავლობაში საერთოდ არ ენახებოდა პრესას. კრისტენმა კი პირიქით, საჯაროდ მოუხადა ბოდიში ყოფილ ბოიფრენდს ურთიერთობის გასანეიტრალებლად. თვითონ სანდერსი კი, იმ პერიოდში, როცა კრისტენთან რომანი დაიწყო, ცოლიანი გახლდათ, მაგრამ რაღაცნაირად მოახერხა და ცოლი შემოირიგა ღალატის შემდეგ, ხოლო კრისტენი მარტო დარჩა.


5. ჯეკ ნიკოლსონი და რებეკა ბრუსარი


image

ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი ხვდებოდა "ადამსების ოჯახის" მარტიშას როლის შემსრულებელ ანჟელიკა ჰიუსტონს. მათ ასაკს შორის 16 წლიანი სხვაობა იყო. მათი ურთიერთობა მაშინ დასრულდა, როცა გაირკვა რომ ნიკოლსონისგან ორსულად სხვა მსახიობი რებეკა ბრუსარი იყო. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ამის შესახებ ჰიუსტონმა თავისი მეგობრისგან გაიგო, რომელიც იმ მომენტში ჯეკთან და ანჟელიკასთან ერთად იმყოფებოდა და ჟურნალ "ფლეიბოიდან" ნიკოლსონზე დაწერილ სტატიას კითხულობდა. ანჟელიკა ძალიან გაბრაზდა და მის წინ პატიების სათხოვნელად მუხლებზე დაჩოქილ ჯეკ ნიკოლსონს თავში ცემა დაუწყო. ნიკოლსონს ძალიან არ უნდოდა ჰიუსტონთან დაშორება და თვლიდა, რომ სხვა ქალის ორსულობასაც კი არ შეეძლო მათი სიყვარულის გაქრობა, მაგრამ ჰიუსტონმა მას ღალატი არ აპატია.


6. მეგ რაიანი და რასელ ქროუ


image


90-იანი წლების პოპულარული მსახიობი მეგ რაიანი ნამდვილ სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩნდა. მეგი დენის კუეიდთან ქორწინებაში იყო, როცა ავსტრალიელ მსახიობ რასელ ქრიუსთან გააბა რომანი, რომელიც ფილმ "ცხოვრების მტკიცებაზე" გაიცნო. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მათი რომანი პაპარაცებმა გამოამჟღავნეს. ისინი ერთ-ერთ კაფეში შეხვედრისას დააფიქსირეს. სამწუხაროდ ამ რომანმა მეგ რაიანის კარიერაზეც იმოქმედა, ფილმი კინოგაქირავებაში დაბალრეიტინგული აღმოჩნდა, ხოლო რასელ ქროუსთან ურთიერთობამ გაგრძელება ვერ ჰპოვა და დაშორდნენ.


თავად მეგ რაიანი კი თავს იმართლებდა, რომ მისი და მისი ქმრის ქორწინება ისედაც განწირული იყო და რომ კუეიდიც თავის მხრივ ღალატობდა ცოლს გადასაღებ მოედანზე გაცნობილ მსახიობებთან.


7. მერილინ მენსონი და ევან რეიჩელ ვუდი


image


სკანდალებით ცნობილმა როკ-ვარსკვლავმა მერილინ მენსონმა თავის ცოლს, ბურლეკს-შოუს მოცეკვავე დიტე ფონ ტიზს იმ დროისთვისთის არცთუ ისე კაშკაშა კინომსახიობ ევან რეიჩელ ვუდთან უღალატა. საბოლოოდ წყვილმა დაშორება გადაწყვიტა.

მენსონმა და ვუდმა ერთმანეთი ერთ-ერთ როკ წვეულებაზე გაიცნეს და მალევე დამეგობრდნენ. მოულოდნელად მათი მეგობრობა თავბრუდამხვევ რომანში გადაიზარდა. ცოლთან განშორების შემდეგ ისინი უფრო ხშირად ჩნდებოდნენ ერთად დღის სინათლეზე, მათი ურთიერთობა თითქმის წელიწადი გაგრძელდა. ორჯერ დაშორების და შერიგების შემდეგ მერილინისა და ევანის ურთიერთობა მაინც არ შედგა და საბოლოოდ დაშორდნენ.






ასევე ნახეთ 61 წლის შერონ სტოუნი კამერების წინ კაბის გარეშე ცეკვავს . ნახეთ მისი იდეალური ფორმები ( +ვიდეო)



პრინცი ჰარი ძველი ფეხსაცმელების გამო გააკრიტიკეს






0
166
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0