x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134541
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
როგორი იქნება პარკი თბილისში, რომლის მოწყობაც 15 მლნ ლარამდე დაჯდება - ნახეთ ფოტოები
image

თბი­ლის­ში, დიღ­მის ჭა­ლე­ბის პარ­კის მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­ყიდ­ვის მიზ­ნით ტენ­დე­რი თა­ვი­დან გა­მო­ცხად­და. ივ­ნის­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ტენ­დე­რი შე­წყდა, რად­გან სა­ტენ­დერო კო­მი­სი­ის ცნო­ბით, ხარჯთაღ­რი­ცხვის კო­რექ­ტი­რე­ბა გახ­და სა­ჭი­რო.


პარ­კის მო­წყო­ბის მიზ­ნით, ტენ­დე­რი მე­ო­რედ 1-ელ ივ­ლისს გა­მო­ცხად­და. სა­ტენ­დერო პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, წი­ნა­და­დე­ბე­ბის მი­ღე­ბა 18 ივ­ლისს და­ი­წყე­ბა და 23 ივ­ლისს დას­რულ­დე­ბა. შეს­ყიდ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი 14 864 406 ლა­რია. მა­შინ როცა, წინა ტენ­დე­რის მი­ხედ­ვით, ღი­რე­ბუ­ლე­ბა 14 851 039 ლარი იყო.


გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ტენ­დე­რის მი­ხედ­ვით, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მათ შო­რის მო­ე­წყო­ბა: ხე­ლოვ­ნუ­რი ტბა, ამ­ფი­თე­ატ­რი და მე­დი­ა­თე­კა, სა­ბავ­შვო ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი, სპორ­ტუ­ლი სივ­რცე, 40 ავ­ტო­მო­ბილ­ზე გათ­ვლი­ლი პარ­კინ­გი, გა­იხ­სნე­ბა მდი­ნა­რე მტკვრის სა­ნა­პი­რო და ეკო ხიდი მო­ე­წყო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა დენ­დრო­ლო­გი­ას, პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჯამ­ში, 752 ახა­ლი მცე­ნა­რე და­ე­მა­ტე­ბა.



რო­გორც სა­ტენ­დერო დოკუ­მენ­ტა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მიმ­წო­დე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია სა­მუ­შა­ო­ე­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 7 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის ვა­და­ში და­ი­წყოს. ამას­თან, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დამ­კვე­თის მი­თი­თე­ბით, სა­მუ­შა­ო­ე­ბი დღე-ღა­მე­ში 24 სთ-ის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა შეს­რულ­დეს.


ამას­თან, დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მი­წო­დე­ბის ვადა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 480 კა­ლენ­და­რუ­ლი დღე (ექ­სპერ­ტი­ზის მომ­სა­ხუ­რე­ბის ვა­დის ჩათ­ვლით), ხოლო, დენ­დრო­ლო­გი­უ­რი ნა­წი­ლის მი­წო­დე­ბის ვადა - არა­უგ­ვი­ა­ნეს 2020 წლის 30 ნო­ემ­ბე­რია (ექ­სპერ­ტი­ზის მომ­სა­ხუ­რე­ბის ვა­დის ჩათ­ვლით).

2
124
1-ს მოსწონს
ავტორი:საინტერესო ინფორმაცია
საინტერესო ინფორმაცია
124
  
2019, 14 ივლისი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 14 ივლისი, 17:09
ხომ გითხარი მოფრინდებიან მეთქი!
ვარსკვლავების მატებას გილოცავ ოთო...
0 1 2