x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ჯეფ კუნსი - ამერიკელი თანამედროვე არტისტი
imageამერიკელი არტისტი. მისი შემოქმედება ძირითადად, ბანალური
ნივთების რეპროდუქციითაა ცნობილი. ეს
ნამუშევრები ე.წ. "ნეო-პოპის" ან "პოსტ-პოპის" კლასიფიკაციაში
გადის. კუნსის შემოქმედება ხშირად ხვდება თანამედროვე ხელოვნების ყველაზე ძვირადღირებულ ნამუშევრებს შორის.

2008 წლის 30 ივნისს, ლონდონის ქრისტის აუქციონზე, მისი Balloon Flower (Magenta) 12, 921, 250 ფუნტად (US$25, 765, 204) გაიყიდა.

პირველი სოლო გამოფენა 1980 წელს მოაწყო და სწორედ მას შემდეგ გახდა მისი სახელი ცნობილი. ხელოვნებათმცოდნეებისა და კრიტიკოსების აზრი ხშირად იყოფა კუნსთან მიმართებაში.


უმეტესობა აღიარებს მის მნიშვნელოვან როლს თანამედროვე ხელოვნების სცენაზე, ნაწილი კი მას კიჩის მოყვარულ რიგით ავტორად მიიჩნევს,
რომელიც ცინიკურად ეწევა საკუთარი თავის კომერციულ შეფუთვას.

დღეს, ჯეფ კუნსი არის კორპორაცია Jeff Koons LLC ს პრეზიდენტი, სადაც მის დაქვემდებარებაში140მდე თანაშემწე მუშაობს.


კომპიუტერის მეშვეობით, კუნსი ნამუშევრების ელექტრო ესკიზებს ქმნის. თანამშრომელთა გუნდი კი ამ ნამუშევრების ფიზიკურად შექმნაზე ზრუნავს. თავადაც აღნიშნავს: "მე ძირითადად, იდეის ადამიანი ვარ. ნამუშევრის შექმნაში ფიზიკურად არ ვმონაწილეობ, რადგან არ გამაჩნია ამის აუცილებლობა"...



ჯეფ კუნსის სერია "დამზადებულია სამოთხეში" ("Made In Heaven") მიეძღვნა ცნობილი იტალიელი პორნო-ვარსკვლავის, პოლიტიკოსისა და მომღერლის ჩიჩოლინას სახეს, რომელიც რომელიც 1991-1992 წლებში მისი მეუღლე იყო. სერია შედგება ქანდაკებებისგან და ფოტოებისგან, რომლებზეც ასახულია წყვილის სექსი სხვა და სხვა პოზაში, განსხვავებულ გარემოსა და კოსტუმირებულ სამოსში.


"ცხოვრებაში უკვე ვერაფერი შემეხება, მე ჯეფ კუნსი ვარ და ჩემი არტი დამიცავს მე!"

ჯეფ კუნსი

წყარო: თანამედროვე კულტურის ინტერნეტ-ჟურნალის Caucasusartmag.com ჯგუფი Facebookზე http://www.facebook.com/groups/382125241816744/
imageimage

imageimageimage





0
230
1-ს მოსწონს
ავტორი:ანუკემე
ანუკემე
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0