სისხლის სამართალი გერმანიაში ერაყელ მიგრანტს 14 წლის გოგონას გაუპატიურების და მკვლელობის გამო განაჩენი გამოუტანეს 2019, 10 ივლისი, 19:47 გერმანიის ქალაქ ვისბადენში დასრულდა ერაყელი მიგრანტის ალი ბაშარის სასამართლო, რომელმაც გასული წლის მაისში 14 წლის გოგონა სუზანა ფელდმანი ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი მოკლა.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ბრალდებულმა, 22 წლის ალი ბაშარმა აღიარა დანაშაული, მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. 2018 წლის მაისში მან მაინცის მცხოვრები 14 წლის სკოლის მოსწავლე ჯერ გაგუდა, შემდეგ კი დანაშაულის დამალვის მიზნით ცხედარი დამარხა. სუზანას გვამი, 6 ივნისს, გაუჩინარებიდან ორ კვირაში, რკინიგზის ლიანდაგების სიახლოვეს იპოვეს, ამასობაში ალიმ მოასწრო ერაყში გაპარვა. გოგონას მკვლელობამ მასობრივი მღელვარება გამოიწვია გერმანიაში, რომელიც ულტრემემარჯვენე პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის"(AfD) ხელმძღვანელობით მოხდა. ალი ერაყელმა სამართალდამცავებმა დააკავეს და გერმანიის მხარეს გადასცეს. ალი ბაშარი გერმანიაში 2015 წელს ოჯახთან ერთად ჩავიდა და თავშესაფარი ითხოვა, თუმცა ხელისუფლებამ მას უარი უთხრა, ოჯახის ადვოკატმა კი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 229 4-ს მოსწონს
|