x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რამდენია ნიკა გვარამიას ხელფასი "რუსთავი 2"-ში - პრესა არხის დირექტორის მილიონებზე საუბრობს
image

ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ გა­ზეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ნიკა გვა­რა­მი­ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­ფა­სის სა­ხით მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი მი­ი­ღო

"შე­ვე­ცა­დეთ, მი­ახ­ლო­ე­ბით მა­ინც გაგ­ვერ­კვია, რამ­დე­ნი აქვს ხელ­ფა­სი ნიკა გვა­რა­მი­ას. შე­ვე­ცა­დეთ და გა­ვარ­კვი­ეთ კი­დეც - აქვე შევ­ნიშ­ნავთ, რომ ეს არის თა­ვად "რუს­თა­ვი 2"-დან გა­მო­სუ­ლი ვერ­სია. კუ­ლუ­ა­რებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­შინ, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახა­ლი შეც­ვლი­ლი იყო ანუ 2013 წლის და­სა­წყის­ში ნიკა გვა­რა­მი­ას ხელ­ფა­სი 12 000-დან 13 000 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობ­და. ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნი ყვე­ლა­ზე ხარ­ჯი­ა­ნია და ამ­ბობ­დნენ, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მე­პატ­რო­ნე­ებ­მა დი­რექ­ტორს შრო­მა და­უ­ფა­სეს და ორი თვე (სა­ვა­რა­უ­დოდ, ივ­ნი­სი- ივ­ლი­სი) 25-25 000 ლა­რით და­ა­ჯილ­დო­ვეს.


ხომ ხე­დავთ, მარ­ტო "ოც­ნე­ბას" კი არ სცოდ­ნია გარ­ჯის პრე­მი­ით და­ფა­სე­ბა?! ყვე­ლა­ზე გა­სა­ო­ცა­რი კი გვა­რა­მი­ას შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბაა სა­ა­ხალ­წლოდ, ანუ 2013 წლის დე­კემ­ბერ­ში - თვის და­სა­წყის­ში "რუს­თა­ვი- 2"-ის დი­რექ­ტორ­მა 62 500 ლარი აიღო, იმა­ვე თვის ბო­ლოს კი აღე­ბულ თან­ხას 35 000 ლარი მი­უ­მა­ტა, ანუ ერთ თვე­ში თით­ქმის ასი ათა­სი ლარი გა­მო­უ­ვი­და, ალ­ბათ, გა­ახ­სენ­და, რომ ორი ახა­ლი წელი, შო­ბაა იან­ვარ­ში, მერე ოჯა­ხი უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში ბა­კუ­რი­ან­ში, უკე­თეს ვა­რი­ან­ტში ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე ზამ­თრის კუ­რორტზე წა­საყ­ვა­ნი და ამ ყვე­ლაფ­რის­თვის თავ­მოყ­ვა­რე კაცს ერთი ასი ათა­სი კი სჭირ­დე­ბა. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, ბა­ტო­ნი ნიკა არც მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში უჩი­ო­და უფუ­ლო­ბას - და­ზუს­ტე­ბით ვერ გვე­უბ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ 2014 წელს მისი ჯა­მა­გი­რი 24-დან 90 ათას ლა­რამ­დე მერ­ყე­ობ­და. 2014 წლის აგ­ვის­ტო­ში კი მისი ხელ­ფა­სი 80 000 ლარი გახ­ლდათ.


რა თქმა უნდა, იმის გარ­კვე­ვაც ვცა­დეთ, რა ხდე­ბა 2015 წელს, როცა ქვე­ყა­ნა ფი­ნან­სურ კრი­ზის­შია და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­საც გა­ჭირ­ვე­ბის წელი უდ­გას. სხვა­თა შო­რის, ჯერ კი­დევ აგ­ვის­ტო­ში გა­ზეთ­მა "კვი­რის ქრო­ნი­კა" გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია სა­თა­უ­რით "ნიკა გვა­რა­მი­ას ხელ­ფა­სი ნა­ხე­ვარ მი­ლი­ო­ნამ­დე გა­ი­ზარ­და, "რუს­თა­ვი- 2"-ის თა­ნამ­შრომ­ლებს კი ხელ­ფა­სის შემ­ცი­რე­ბა ემუქ­რე­ბა". რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ეს ინ­ფორ­მა­ცია ნა­წი­ლობ­რივ სი­მარ­თლეს შე­ე­ფე­რე­ბა, რად­გან 2015 წლის იან­ვარ­ში ნიკა გვა­რა­მი­ას ხელ­ფა­სი 62 ათა­სი ლარი გახ­ლდათ, მარ­ტში - 53 ათა­სი, აპ­რილ­ში – 45 000, მა­ის­ში – 87 600, ივ­ნის­ში – 6 500, ივ­ლის­ში – 16 600, აგ­ვის­ტო­ში – 35 000 ლარი... ეჰ, რას იზამ, ამ თბი­ლის­ში ხომ არა­ფე­რი იმა­ლე­ბა - ღა­ტა­კის ამ­ბა­ვიც იცი­ან და მი­ლი­არ­დე­რი­საც... ისე, ამ კონ­ტექ­სტში, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო იყო "სა­ქარ­თვე­ლოს გზის" ლი­დე­რის რეპ­ლი­კა - როცა გვა­რა­მი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თა, ქალ­ბა­ტონ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და - "რუს­თა­ვი- 2"-ის მეს­ვე­უ­რე­ბი ისევ ცდი­ლო­ბენ, ხალ­ხი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნონ. "კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი თან­ხე­ბი აქვს ტე­ლე­ვი­ზი­ას და ხელ­ფა­სე­ბის ფულს ხალ­ხის­გან ითხოვს?!" - კი­თხუ­ლობს ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე და სავ­სე­ბით სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც, თუმ­ცა... პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­ში გრძელ­დე­ბა და გა­ი­მარ­ჯვებს ის, ვინც უფრო ლა­მა­ზად შე­ფუ­თავს ტყუ­ილს", - წერს გა­ზე­თი "ვერ­სია".


1
1190
1-ს მოსწონს
ავტორი:საინტერესო ინფორმაცია
საინტერესო ინფორმაცია
1190
  
2019, 9 ივლისი, 20:32
გვარამია დაქირავებული კვერცხია. ვინ უხდის ხელფას ეგ კიდე ცალკე თემნაა. აი იმ ოპოზიცია პოზიციას ვინ გიხდით ხელფასებს და რატომ ეგე
0 1 1