x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ჩემი ანაზღაურება რ2-ში არ ცდება..... " - ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარი ხელფასის ოდენობას ასაჯაროებს

image


ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში საკუთარი ხელფასის ოდენობას ასაჯაროებს და ე.წ "ქოცაქტივს" არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, ტელეწამყვანის თქმით, "რუსთავი2" -ზე აღებული თანხა 10 ათას ლარს არ სცდება, ხოლო დანამატს ის მხოლოდ ტელევიზიაში რეკლამის მიტანის შემთხვევაში იღებს: "ჩემი ანაზღაურება რ2-ში არ ცდება 10.ათას ლარს:) ღლეებო.

გადაცემას დანამატი ეძლევა იმ შემთხვევაში თუ მე, ნანუკას მიმაქვს რეკლამა არხზე. ანუ, იქეთ შემაქვს ფული ტელევიზიაში მაგ შემთხვევაში გვერიცხება 50% მიტანილი რეკლამიდან და ჩემი 50% იყოფა ნანუკას შოუს თანამშრომლებზე. ეს რ2 პრაქტიკაა. სხვა გადაცემებიც თუ მიიტანენ არხზე რეკლამას მათაც ეძლევათ 50%.

ეს ციფრები რომელიც გამოფინეთ მიუხედავად იმისა რომ რეალობას არ ასახავს შთამბეჭდავია და მაგ ციფრს აკლია ჩემი შემოსავალი სოციალურიქსელიდან, ინტეგრირებიდან და ასევე ინდივიდუალური მომსახურეობიდან.

ასეა, როცა სოციალურ ქსელში მილიონობით გამომწერი გყავს და ინტეგრირებული რეკლამა იმდენი გაქვს რომ ხანდახან უარსაც ამბობ შემოსავალიც დიდი გაქვს. თქვენსავით სახელმწიფო სამსახურში არ ვმუშაობ და სხვების ფულს არ ვიპარავ. ვშრომობ 17 წლიდან და ვიღებ შესაბამისს ანაზღაურებასაც, " - წერს ტელეწამყვანი საკუთარ გვერდზე.





0
301
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
301