x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"იქნებ ჯერ საპატრიარქოში დაგეწყოთ მამათმავლობასთან ბრძოლა?!" - ჭყონდიდის ეპარქიის იღუმენია თამარ გამყრელიძე "მორწმუნე მრევლს" მიმართავს

image


ჭყონდიდის ეპარქიის იღუმენია თამარ გამყრელიძე რუსთაველის გამზირზე, "პრაიდის" წინააღმდეგ, ლევან ვასაძის მიერ, გამართულ აქციას და მის "მორწმუნე მრევლს" სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს: "ვასაძე ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მხოლოდ პატრიარქის კურთხევით ჩაერთვებოდა პოლიტიკურ პროცესებში, და დღეს ვერავინ ვერ დამაჯარებს, რომ "რაინდი" საპატრიარქოს გარეშე ახდენს პროვოცირებას მოქალაქების დაპირისპირებაში!!! (გადაახვიეთ არქივი)

"მორწმუნე მრევლო" არამგონია ღვთისმშობლისთვის სათნო იყოს თქვენი ლოცვა-ვედრება! იქნებ ჯერ საპატრიარქოში დაგეწყოთ მამათმავლობასთან ბრძოლა?!

ეკლესია უნდა იყოს ერის გამაერთიანებელი და არა გამყოფი! როდემდე უნდა გააგრძელოთ ოკუპანტის მსახურება?! მართმადიდებლობის სახელით და ზნეობის დაცვის მოტივით ამაზრზენია სამშობლოს ღალატი!!!", – წერს იღუმენია თამარ გამყრელიძე სოციალურ ქსელში.








0
244
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
244