x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გინება არაა გამოხატვის თავისუფლება... მაგრამ, კანალის დახურვაც დემოკრატიასთან არაფერ შუაშია" - თეონა კონტრიძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს

image


რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თეონა კონტრიძე საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და კერძოდ, "რუსთავი 2" - ის გარშემო ატეხილ ვნებათაღელვას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება, მომღერალი გიორგი გაბუნიას პირდაპირ ეთერში გინებას არ უწონებს, თუმცა ამის გამო არც არხის დახურვას ემხრობა: "გუშინდელით აღშდოთებული დღემდე ვერ დავოკდი . მიუხედავად ყველაფრისა დავაფიქსირებ ჩემს აზრს . არც ერთ ქვეყანას არ შეიძლება მართავდეს ერთი ძალა . მოგწონთ ეს თქვენ თუ არა უნდა არსებობდეს ბევრი პოზიცია . ნაცი, ქოცი, ევრო, აზია, ზინა, კუკური, ჯაზი, როკი, ტრეშ- მეტალი . ესაა დემოკრატია . რუსთავი ორი არ არის გიორგი გაბუნია და მისი რეაქტიული ოხუნჯობები და ამორალური ეპატაჟი .რუსთავი 2 კიდევ უამრავი ადამიანია, რომელიც თავდადებულად ასრულებს თავის საქმეს . არ შეიძლება რუსთავი 2 ის გაუქმება ისევე როგორც არ შეიძლება ქართული ოცნების გაუქმება. იბადება, მე მჯერა რომ იბადება ახალი დემოკრატიული კულტურა . ამ გზაზე იქნება ეპატაჟიც, ვნებათა ღელვაც და უზნეობაც, მაგრამ უნდა დაისაჯოს მხოლოდ დამნაშავე, კანონით და ცივად, ემოციის გარეშე . პასიონარულობა არ შეიძლება იქცეს ერის დაავადებად. გამორთეთ ემოცია და ჩართეთ თვინი, ერთხელ მაინც ! გინება არაა გამოხატვის თავისუფლება, გინება უზრდელობაა, საშინელებაა, აღვირახსნილობაა, მაგრამ კანალის დახურვაც დემოკრატიასთან არაფერ შუაშია . ჩვენი ძალაა კონსტიტუცია და მას დავეყრდნოთ . და კიდევ ერთი ! მე ბოდიშს არავის არ ვუხდი სხვის გამო . შვილის გამოც კი . მუდმივი კარნავალი არ დამთავრდება თუ ტვინი არ ჩაირთო !!!" - დაწერა მომღერალმა ფეისბუქგვერდზე.



0
258
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
258