x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ცნობილი მსახიობის სარკაზმული ციტატები, ქალებზე, მამაკაცებზე და მარტოობაზე

image
მიუხედავად იმისა, რომ მას მეორე ხარისხოვანი როლების დედოფალს ეძახდნენ, გასული საუკუნის უდიდესი და ბევრისთვის საყვარელი მსახიობი იყო. ხოლო, მისი ბრძნული და ამავდროულად სარკაზმული გამონათქვამები, დღესაც პოპულარული და დამაფიქრებელია. აქ ლეგენდარული მსახიობის საუკეთესო ციტატებს წარმოგიდგენთ:


რა აზრი აქვს პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას?! ფასადი განახლდება, «წყალგაყვანილობა» კი, ძველი დარჩება.


აღიარების მოსაპოვებლად – საჭიროა, აუცილებელიც კი არის, – გარდაცვალება.


ქალები, რა თქმა უნდა, უფრო ჭკვიანები არიან. ოდესმე გსმენიათ ქალის შესახებ, რომელმაც თავი, კაცის ლამაზი ფეხების გამო, დაკარგა?


ჯანმრთელობაა – როდესაც ყოველ დღე, ერთი და იგივე კი არა, სხვადასხვა რამე გაწუხებს.


ყველაფერი სასიამოვნო ამ ქვეყანაზე ან მავნეა, ან ამორალური, ან გასუქებს.


სკლეროზის განკურნება არ შეიძლება, მაგრამ შეიძლება მისი დავიწყება.


სიბერე – ადამიანის მდგომარეობაა, როდესაც სანთლები მისი დაბადების დღის ტორტზე, ტორტზე ძვირი ჯდება.


თუ ავადმყოფს ძალიან უნდა იცოცხლოს, ექიმები უძლურები არიან.


დიდების მეგზური – მარტოობაა.


თუ მამაკაცი მოგწონთ, აჩვენეთ მას ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ... თუ გაუძლებს, თქვენი შესაფერისი ყოფილა.


ღმერთმა ქალები ლამაზებად შექმნა, რომ ისინი მამაკაცებს უყვარდეთ და სულელები, რომ მათ მამაკაცების სიყვარული შეეძლოთ.


ნამდვილი მამაკაცი — კაცია, რომელსაც ზუსტად ახსოვს ქალის დაბადების დღე და არასდროს იცის მისი ასაკი. ხოლო, კაცი, რომელმაც არ ახსოვს ქალის დაბადების დღე, მაგრამ ზუსტად იცის, რამდენი წლის არის — მისი ქმარია.


გოგონები, არ აწყენინოთ მამაკაცებს, რადგან მათ, ცხოვრებაში, ისედაც მუდმივი ტრაგედია აქვთ:


– ხან გემო არ მოსწონთ;

– ხან არ შეუძლიათ;

– ხან ფული არა აქვთ.


მთელი ცხოვრება საშინლად მეშინია სულელების, – არასოდეს იცი მათ როგორ უნდა ელაპარაკო, რომ მათ დონეზე არ დაეშვე.


არიან ადამიანები, რომლებშიც ღმერთი ცხოვრობს, არიან ადამიანები, რომლებშიც ეშმაკი ბუდობს, და არიან ისეთებიც, რომლებშიც მხოლოდ ჭიები ცხოვრობენ.


თუ ადამიანმა თქვენს მიმართ ბოროტება ჩაიდინა – კანფეტი მიეცით, კიდევ თუ გაიმეორებს ამას – ისევ კანფეტი მიეცით… და ასე მანამდე, ვიდრე მას შაქრიანი დიაბეტი არ გაუჩნდება.


დაბერება მოსაწყენია, მაგრამ ეს ხანგრძლივად ცხოვრების ერთადერთი საშუალებაა.


ზღაპარია – როდესაც ცოლად ბაყაყს მოიყვან და ის დედოფალი აღმოჩნდება. ხოლო, რეალობა კი – იგივე სიტუაციაა, ოღონდ პირიქით.


– როდესაც მოხვალთ, ფეხით დააკაკუნეთ – უთხრა მსახიობმა თავის ნაცნობებს, რომლებიც სახლში დაპატიჟა.
– ფეხით რატომ? – გაიკვირვა ერთმა.
– აბა, ხელცარიელები ხომ არ მოხვალთ?!


ოპტიმიზმი – უბრალოდ, ინფორმაციის ნაკლებობიაა.


ვღებულობ წერილს: «დამეხმარეთ მსახიობი გავხდე».

ვპასუხობ: «ღმერთი დაგეხმარება!»


არ მიყვარს სიტყვა «თამაში». თამაში შეიძლება ბანქოთი, დოღზე, ჭადრეკის... ხოლო, სცენაზე ცხოვრებაა საჭირო.


შევამჩნიე, რომ თუ არ მიირთმევ პურს, შაქარს, ცხიმიან ხორცს, არ სვამ ლუდს... – სახე პატარავდება, მაგრამ მოწყენილი ხდება.


აი დაქორწინდები და მიხვდები, რა არის ბედნიერება... მაგრამ, უკვე გვიან იქნება.


ერთხელ მსახიობს ჰკითხე: «თქვენი აზრით, რომელი ქალები უფრო ერთგულები არიან, – ქერები, თუ შავგვრემნები?»

«ჭაღარები!» – უპასუხა მან, ისე რომ არც დაფიქრებულა.


— რატომ ხარჯავენ ქალები ამდენ დროს და სახსრებს საკუთარ გარეგნობაზე და არა ინტელექტის განვითარებაზე? – ჰკითხეს მას.
— იმიტომ, რომ უსინათლო კაცი უფრო ნაკლებია, ვიდრე ჭკვიანი.


ქალები კაცებზე გვიან იმიტომ კვდებიან, რომ მუდმივად აგვიანებენ...


ვერ ვიტან ცინიზმს, მისი საყოველთაოდ ხელმისაწვდომობის გამო.


სიცოცხლე მეტისმეტად მოკლეა საიმისოდ, რომ ის დიეტებზე, ძუნწ მამაკაცებზე და ცუდ ხასიათზე დავხარჯოთ.


ოჯახს ყველაფრის შეცვლა შეუძლია. ამიტომ, ვიდრე მას მოეკიდებით, ჯერ დაფიქრდით, თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია: ყველაფერი, თუ ოჯახი?


იმისთვის, რომ დავინახოთ, რამდენად გადაჭარბებულად ვიკვებებით, მუცელი იმავე მხარეს გვაქვს, რომელზეც თვალები.


ადამიანები თავადვე იქმნიან პრობლემებს — მათ არავინ აიძულებს მოსაწყენი პროფესიის არჩევას, შეუფერებელ ადამიანზე ქორწინებას ან არაკომფორტული ფეხსაცმლის შეძენას.


ფაინა ფელდმანი (რანევსკაია)

imageimageimageimageimageimageimage






1
499
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
499
  
2019, 4 ოქტომბერი, 11:55
გენიოსი!
0 1 1