x
image
ნათია ჩხაიძე
გვამების ფერმა, სადაც მოხვედრა შემზარავიცაა და საინტერესოც
image
ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი მდელოა, ჩვეულებრივი ბალახით, ზოგგან შედარებით მაღალზე გაზრდილი. შორიდან არაჩვეულებრივ გასასეირნებელ ადგილადაც კი შეიძლება მოგეჩვენოთ.

საქმე იმაშია, რომ ამ ადგილებში ბალახები ერთ მეტრზე მაღალია, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ადამიანის სხეულის გახრწნილი ნეშტით "გამოკვებეს". გარდაცვლილთა აუტანელი სუნი განსაკუთრებით მზიან და ცხელ ამინდებში იგრძნობა, სუნი ისეთი მძაფრია, რომ შეუძლებელია ცრემლები არ წამოგივიდეთ. image

ამ ჰექტარზე მეტ ფართობზე 15ზე მეტი გარდაცვლილია. ყველა მათგანი შიშველია, ზოგიერთს მეტალის გისოსები ადგას ზევიდან, ზოგი კი ლურჯი პლასტმასითაა დაფარული. რამდენიმე სხეული არცთუ ისე ღრმა ორმოშია, მაგრამ უმეტესი ნაწილი ღია ცის ქვეშ დევს. ყოველი სხეული ხმელი ბალახებითაა გარშემორტყმული, მიუხედავად ამისა დამატებითი მკვებავი ნივთიერებების გამო ბალახი მუდმივად სწრაფად იზრდება.

ეს ყველაფერი კი სამხრეთ ფლორიდის სამართლის ანთროპოლოგიის უნივერსიტეტს ეკუთვნის, რომელიც ქალაქ ტამპის ახლოს მდებარეობს, ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა რომ ადგილობრივი მცხოვრებლები ამ ადგილს "გვამების ფერმას" უწოდებენ, მეცნიერები მას "სამართლის სასაფლაოდ" ან ტაფონომიის ლაბორატორიად" მოიხსენიებენ (ტაფონომია – პალეონტოლოგიის და არქეოლოგიის ნაწილი, რომელიც ხრწნის კანონზომიერებას იკვლევს).image


აქ იკვლევენ, რა მოსდის ადამიანის ორგანიზმს სიკვდილის შემდეგ.

- "ცოცხალი მკვდარი" ეხმარებათ დანაშაულის გახსნაში;

- რა მოსდის ადამიანის სხეულს გარდაცვალების შემდეგ;

- " სიკვდილის ჩვენება" : კრიმინალისტიკური გამოფენა.

ამ ლაბორატორიამ ღია ცის ქვეშ მუშაობა 2017 წელს დაიწყო. თავიდან გადაწყვეტილი იყო, რომ ლაბორატორია ქალაქ ჰილსბროს მახლობლად უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ლაბორატორია ველურ ცხოველებს მიიჩვევდა და საშინელი სუნი იქნებოდა, რის გამოც მათი საცხოვერებელი ადგილის ფასი დაეცემოდა, ლაბორატორიის გაკეთება სხვა ადგილას გადაწყდა. image

როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ უბრალო მოქალაქეებს არ გამოუხატავთ პროტესტი. ზოგიერთი მეცნიერ- პათოლოგოანატომები აყენებდნენ ეჭვქვეშ ლაბორატორიის სარგებლიანობას.

ასეთი ფერმები ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე უკვე ექვსია, მალე იგეგმება დიდი ბრიტანეთის, კანადის და ავსტრალიის ტერიტორიაზეც გაკეთება.

ამ მინდვრებზე საკუთარი სხეულის დატოვება უმეტესად თავად გადაწყვიტეს ადამიანებმა, ხოლო ზოგჯერ ნათესავებმა მიიღეს გადაწყვეტილება.

როგორც დოქტორი კიმერლი - სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის სამართლის ანთროპოლოგიის დირექტორი აცხადებს, ადამიანის სხეული რამდენიმე ეტაპს გადის გარდაცვალების შემდეგ :

1. " ქორფა" მკვდარი, როცა გული ჩერდება და სხეულის ტემპერატურა ნელ-ნელა ეცემა, ჩერდება სისხლისმიმოქცევა და ორგანოებში წვეთ-წვეთობით მიედინება სისხლი.

2. გაღვივება, როცა ბაქტერიები გარდაიქმნებიან რბილ კანად და ცვლიან კანის ზედაპირის შეფერილობას. წარმოიქმნება გვამის გაზები.

3. აქტიური დაშლა, როცა სხეულის ძირითადი მასა იშლება, უმეტესად თხევად მასად.

4. საბოლოო დაშლა, როცა სხეულის ზედაპირის ძირითადი მასა უვე აღარ არსებობს. გახრწნილი სხეულის ზემოქმედებით, თუ ხრწნა ბალახებში ხდება, გარშემო მცენარეები კვდება.

5. მშრალი ნეშტი, როცა სხეულისგან მხოლოდ ძვლები რჩება. თუ სახე დატენიანებულია, ხდება მუმიფიცირება.

ვინაიდან ეს ეტაპები რეალურად არ იყო დაფიქსირებული, ზუსტად ამიტომ გადაწყვიტეს დოქტორმა კიმერლიმ და მისმა თანამშრომლებმა ამ ფერმის შექმნა. image

მეცნიერები თითოეულ მათგანს აკვირდებიან, რადგან სხვადასხვა ნეშტი სხვადასხვანაირად დევს, განსხვავებსაც ინიშნავენ, რომელ სხეულს როდის უჩნდება მატლები და მწერები, რომელთან უფრო ადრე ჩნდებიან მღრნელები და ა. შ. ზოგჯერ ეს მღრღნელები იმდენად მოშიებულები არიან, რომ შეიძლება საკმაოდ დიდი რბილობის ნაწილი მოაჭამონ, ზოგჯერ მთლიანი სხეული გადააბრუნონ კიდეც. ამ დროის განმავლობაში მეცნიერები ზედმიწევნით აღწერენ ნეშტების ცვლილებებს, ჩანაწერებით და ფოტოგადაღებებით, განსაზღვრავენ სხეულის მდებარეობას, არის თუ არა ახლოს წყალი, რომელი სხეულია მიწის ზედაპირზე, რომელი მიწაში, რომელი გისოსებში. მათთან ერთად მუშაობენ გეოლოგები და გეოფიზიკოსები. როცა ნეშტიდან საბოლოოდ ჩონჩხი დარჩება, გადააქვთ დახურულ ლაბორატორიაში, ასუფთავებენ, აშრობენ და აგზავნიან სასწავლო დანიშნულებით სხვადასხვა კვლევით უნივერსიტეტებში.

შეგროვებული მასალები შესაძლოა გამოადგეს კრიმინალისტიკურ მედიცინას, კერძოდ იმის გასარკვევად, როდის დადგა სიკვდილის დრო, სხეული რამდენი ხანი იყო ამა-თუ იმ დგომარეობაში, გადაიტანეს თუ არა სხეული სიკვდილის შემდეგ. ასეთი დაკვირვებების შედეგებმა შესაძლოა გაცილებით მეტი გაუხსნელი მკვლელობები გამოიძიოს.

ზოგისთვის ასეთი ლაბორატორიის არსებობა შეიძლება შოკისმომგვრელი იყოს, მაგრამ როგორც დოქტორი კიმერლი აცხადებს, მას ეს არ აღელვებს.

" როგორც მეცნიერი და პროფესიონალი, შენ სწავლობ დისტანცირებას."- აცხადებს კიმერლი-" ჩვენ არაერთხელ ვმონაწილეობთ დანაშაულის გახსნაში. საშინელებაა ხედავდე, თუ რა დამართა ერთმა ადამიანმა მეორეს". როგორც ცნობილია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე 1980 წლის შემდეგ 250 ათასზე მეტი გაუხსნელი მკვლელობა ფიქსირდება.image

2017 წელს ლაბორატორიის გახსნის შემდეგ 50 დონორი ირიცხებოდა დაწესებულების სახელზე, ხოლო 180 ადამიანმა თავად მიიღო გადაწყვეტილება სიკვდილის შემდეგ მათი სხეულები გამოეკვლიათ. ლაბორატორიაში არ იღებენ ავადმყოფი ადამიანის სხეულებს, რომ სხვა სახის ინფექციებმა არ გაართულოს კვლევის პროცესი.

კიმერლის მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო პატრიკ რენდოლფ-ქვინი, ბრიტანეთის ცენტრალური ლანკასირის უნივესიტეტის ანთროპოლოგიის ექსპერტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ასეთი ლაბორატორიები ღია ცის ქვეშ დიდ პრობლემას წარმოადგენდა ბუნებისთვის.

" ვისაც ესმის, ჩვენ იქ რასაც ვაკეთებთ და იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნისთვის ასეთი პრაქტიკული მაგალითები, ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რამდენად მნიშვნელოვანი საქმეა ეს" - კრიტიკის მიუხედავად, მაინც თავსის პოზიციას ინარჩუნებს დოქტორი კიმერლი.

0
522
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
522
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0