x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
პრეზიდენტი: მინდა ყველას მოვუწოდო - საქართველოში გაატარეთ თქვენი შვებულება

image

„მინდა ყველას მოვუწოდო - საქართველოში გაატარეთ თქვენი შვებულება ამ წელს, “ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. აჭარის რეგიონში სტუმრობის ფარგლებში, ზურაბიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებს შეხვდა. ზურაბიშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღნიშნული რეგიონის ტურისტული პოტენციალი განიხილეს.

„აჭარის მთავრობასთან დღევანდელი შეხვედრა საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი ახალი საინვესტიციო პროექტია ამ რეგიონში. აქ არის ძალიან მზარდი ტურიზმი, თუმცა ვიცით, რომ დღეს არის გარკვეული პრობლემები. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ის, რომ რეალურად არ შენელებულა ის მზარდი ტურიზმი, რომელიც ამ რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, საქართველოში გაატარეთ თქვენი შვებულება ამ წელს. ამ განცხადებას გავაკეთებ ძალიან მალე ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაზე, სადაც ძალიან ბევრი მაღალი დონის პარტნიორი ჩამოვა, “ - განაცხადა ზურაბიშვილმა.


0
13
1-ს მოსწონს
ავტორი:საინტერესო ინფორმაცია
საინტერესო ინფორმაცია
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0