x
image
ნათია ჩხაიძე
ასი წლის ინგლისელი ქალის სიცოცხლის უცნაური საიდუმლო

image
ასი წლის ამერიკელმა ქალბატონმა, მერი ემერსონმა გაამხილა, რომ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის მიზეზი ახლადგამომცხვარი ცომი იყო სოსისის გულსართით. ზუსტად ამ კერძს უმზადებდა წლების განმავლობაში თავის ოჯახს. მისი შვილები ამბობდნენ, რომ დედას სოსისების მომზადება საუკეთესოდ გამოსდიოდა.

" მე ახლაც მიყვარს მომზადება, თუმცა უკვე დაუხმარებლად ვეღარ ვახერხებ " - აღნიშნა მერიმ -" ეს ნუგბარი და პოზიტიური განწყობა დამეხმარა მრგვალ თარიღამდე მეცოცხლა".

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ასაკოვანი ქალბატონი მარტო დარჩა. მიუხედავად ამისა, მან 30 ივნისს იუბილე ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა. მერი ამბობს, რომ ის ჯანმრთელი და ბედნიერია.

0
596
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
596
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0