x
image
ნათია ჩხაიძე
კვენტინ ტარანტინო კინოკარიერას ასრულებს

image
ისეთი საკულტო ფილმების რეჟისორმა, როგორიცაა " მოკალი ბილი" და "კრიმინალური გარჩევები", კვენტინ ტარანტინომ GQ Australia-სთან ინტერვიუში დაადასტურა განზრახვა კინოკარიერის დასრულების შესახებ. " მე ყველაფერი ჩავდე ფილმებში, რაც შემეძლო'- განაცხადა რეჟისორმა. ტარანტონოს ადრინდელი განცხადებით, კარიერის დასრულებას მეათე ფილმის დასრულების შემდეგ გეგმავდა, მაგრამ ბოლო ინტერვიუში თქვა, რომ ეს შეიძლება მეცხრე ფილმის დასრულების შემდეგაც მოხდეს.

"თუ ფილმს კარგად მიიღებენ, მაშინ აღარ დაველოდები მეათე ფილმის გადაღებებს. შეიძლება ახლაც კი გავჩერდე... ვნახოთ"- განაცხადა ტარანტინომ. ბრედ პიტი, რომელმაც რეჟისორის ბოლო ფილმში კასკადიორის როლით მიიღო მონაწილეობა, ამბობს, რომ ტარანტინო არ ხუმრობს.

ფილმის სიუჟეტი კი, რომელზეც ახლა მუშაობს ტარანტინო და ჰქვია "ერთხელ... ჰოლივუდში" ასეთია: მოქმედება ხდება 1969 წელს იმ ადგილას სადაც ახლა ჰოლივუდია. ლეონარდო დიკაპრიო თამაშობს წარუმატებელი მსახიობის როლს. ბრედ პიტი – კასკადიორს, პარალელურად ვითარდება მსახიობ შერონ ტეიტის ( მარგო რობი) ცხოვრება, რომლის ცხოვრებაც 1969 წლის 9 აგვისტოს შეიცვალა, როცა მასთან სახლში "მენსონის ოჯახის" სიხლმოწყურებული ჰიპები შეიჭრნენ.

0
185
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0