x
image
ნათია ჩხაიძე
ვანგას წინასწარმეტყველებები არ ახდა

imageზოგიერთ ადამიანს ჯერ კიდევ სჯერა ვანგას წინასწარმეტყველებების. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ მას მართლაც შეეძლო წინასწარ დაენახა მომავალი, ზიგიერთებისთვის ის უბრალოდ თაღლითი იყო, ზოგი კი ამტკიცებდა, რომ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. სინამდვილეში როგორ იყო, ამას ვერასოდეს გავიგებთ, მაგრამ ზუსტად შეგვიძლია თქმა, რომ მისი რამდენიმე წინასწარმეტყველება არ ახდა.

ევროპიდან ხალხის გაქრობა

ვანგა ამბობდა, რომ 2016 წლიდან სამყაროს ევროპულ ნაწილს ნახევარზე მეტი მოსახლეობა დატოვებდა და დაუსახლებელ უდაბნოდ გადაიქცეოდა. მისი აზრით, ეს მუსულმანებთან წინააღმდეგობასთან იქნებოდა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში გახშირდა ტერაქტები და ზაფხულიც არანორმალური სიცხეებით დაიწყო, ევროპა დაუსახლებელს მაინც არ ჰგავს.

ამერიკის პრეზიდენტი

არსებობს მოსაზრება, რომ ვანგამ ამერიკის შავკანიანი პრეზიდენტობა იწინასწარმეტყველა. ეს მაშინ დაუჯერებელი იყო ამერიკაში დისკრიმინაციის გამო. შეიძლება ასეთი წინასწარმეტყველება ნამდვილად იყო, მაგრამ ვანგა ასევე ამბობდა, რომ აფროამერიკელი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უკანასკნელი პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ კი, ობამას შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი გახდა.

მესამე მსოფლიო ომი

მესამე მსოფლიო ომის ყველას და ყველგან ეშინოდა. ვანგას წინასწარმეტყველებით მესამე მსოფლიო ომი 2010 ან 2012 წელს უნდა დაწყებულიყო. ვანგას აზრით ორი მიზეზი უნდა ყოფილიყო ომის დასაწყებად: ან ატომური იარაღი უნდა გამოეყენებინათ ან ქიმიური იარაღი. საბედნიეროდ ეს არ მოხდა. ვანგა ასევე ამბობდა, რომ მესამე ომში მონაწილეობას რუსეთი არ მიიღებდა.

0
934
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
934
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0