x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
ხონში მამა 10 წლის შვილს ეძებს - “გთხოვთ ხალხო, დამეხმარეთ, შვილი გადამირჩინეთ გთხოვთ”
image

ლიპარიძეები ხონის რაიონულ პოლიციას 10 წლის შვილის ადგილსამყოფელის დადგენას თხოვენ, აღნიშნულთაბ დაკავშირებით პოლიციის შენობის წინ აქცია გაიმართა.

ოჯახის ადვოკატი განცცხადებით, პოლიციას წარუდგინეს ბავშვზე ძალადობის კადრები და შესაბამის რეაგირებას ითხოვენ.

10 წლის ბავშვის მამა განმარტავს, რომ ბავშვი დედასთან მძიმე ფსიქოლოგიურ პირობებში იმყოფება და დედამ ის იძულებით წაიყვანა.


“მოვმართეთ პოლიციას, წარვუდგინეთ კადრები, სადაც ჩემ შვილს ღამის სამ საათზე ახოხიალებენ, ათრევენ ტიტველი გამოჰყავთ, ხალათიც კი წაართვეს, წვიმაში დააგდეს ბავშვი, ისე გამოიყვანეს და არანაირი რეაგირება. გთხოვთ, გამოიცეს მოძალადეებზე შემაკავებელი ორდერი, რასაც ჩემი ადვოკატები მიმართავენ პოლიციას და არანაირი რეაგირება არ არის. გთხოვთ ხალხო, დამეხმარეთ, შვილი გადამირჩინეთ გთხოვთ. ნუთუ საქართველოში კანონი არ არის, რომ ბავშვი დაიცვას, ”-აცხადებს ბავშვის მამა, დავით ლიპარიძე.

0
139
1-ს მოსწონს
ავტორი:საინტერესო ინფორმაცია
საინტერესო ინფორმაცია
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0