x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ჩეხეთმა რუსულ ავიაკომპანიებს ფრენები აუკრძალა
image

ჩეხეთის ავიაციის სააგენტომ 3 რუსულ ავიაკომპანიას ფრენები შეუჩერა. DW-ს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ჩეხეთის მთავრობამ მიიღო.

განკარგულების თანახმად, რუსულ ავიაკომპანიებს „აეროფლოტსა“ და „ურალის ავიახაზებს“ ფრენები პრაღის მიმართულებით დღეიდან აეკრძალათ. ხოლო ხვალიდან კი ფრენის უფლება კარლოვი-ვარის მიმართულებით, „აეროფლოტის“ შვილობილ კომპანია „პობედას“ შეუჩერდება.

რუსილ ავიაკომპანიებში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მიმართულებებზე ფრენებს სხვა კომპანიები შეასრულებენ და მგზავრებს ბილეთებს გადაუცვლიან.


"მიუხედავად იმისა, რომ "აეროფლოტს’’ ყველანაირი ტექნიკური მდგომარეობა სრულყოფილი აქვს, ჩეხეთმა ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო’’- განუმარტეს ჟურნალისტს რუსულ ავიაკომპანიაში.

ჩეხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების ზუსტი მიზეზის ახსნა რუსულ მხარეს ამ დროისთვის უჭირს.

0
316
2-ს მოსწონს
ავტორი:საინტერესო ინფორმაცია
საინტერესო ინფორმაცია
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0