x
image
მარიამ პირველი
რუსებს არასდროს არ გაუვათ, რომ ჩვენ მივიღოთ მათი რეალობა,არასდროს რუსული დროშა არ იფრიალებს პარლამენტის ამ შენობაში
image

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ, სადაც მან ჟურნალისტებთან გააკეთ განცხადება მიმდინარე მოვლენებზე ;

“მე დღეს არ შემეძლო არ მოვსულვიყავი აქ, სადაც 30 წლის წინ რუსეთის იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე, დაიღვარა და მათი ინტერესების წინააღმდეგ დაიღვარა ქართველი ახალგაზრდების სისხლი.გუშინ ღამეც, აქ დაიღვარა ქართველი ხალხის სისხლი და მიზეზი იყო რუსეთის იმპერიის ინტერესების დაცვა.

30 წლის წინ აქ იდგნენ ქართველი მილიციელები და ისინი იცავდნენ დემონსტრანტებს, რის გამოც ჩვენ დღეს მათი მადლობელი ვართ. დღეს როგორც არ უნდა განვითარდეს პოლიტიკური მოვლენები, მე ვთხოვ ჩვენს პოლიციას აღარ იძალადოს ჩვენს მოქალაქეებზე, იმ ახალგაზრდებზე ვინც იცავენ საქართველოს სუვერენიტეტს, იცავენ საქართველოს ღირსებას, იცავენ იმას, რომ რუსებს არასდროს არ გაუვათ, რომ ჩვენ მივიღოთ მათი რეალობა, არასდროს რუსული დროშა არ იფრიალებს პარლამენტის ამ შენობაში, და მე მინდა ასევე მოვუწოდო ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს ''ქართული ოცნების წევრებს'', გაემიჯნონ ამ ძალადობას, გაემიჯნონ ქართველი ახალგაზრდების, პატრიოტების, ქუჩაში დევნას და ქუჩაში მათ მიმართ სროლას და ისეთი იარაღის გამოყენებას, რის შედეგადაც დღეს ასობით ადამიანი არის დაზარალებული. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემ დარდს ყველა იმ ადამიანის მიმართ ვინც დღეს დაზარალებულია - დემონსტრანტების და პოლიციელების მიმართ.''


ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვის ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ

“ მე არ ვაყენებ პოლიტიკურ მოთხოვნებს და არ არის ჩემი საქმე დღეს პოლიტიკური მოთხოვნების დაყენება. ამ მოთხოვნებს აყენებს ოპოზიცია. მე მიმაჩნია რომ დღეს მთავარია იმ ღირებულების დაცვა, რომ საქართველო რუსეთს არ მიიღებს, საქართველო არ შეეგუება რუსეთის დადგმულ სცენარებს ქართულ პარლამენტში. მე ვიქნები იქ სადაც იქნება ქართული საზოგადოება.'' განუცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს.

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0