x
image
ელენე გუმა
"მშვიდობიანი 7 წელი დასრულდა, ბოკერია-კობახიძის სცენარმა დაგვაყენა ფაქტის წინაშე..."

image
ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პარლამენტის წინ მომხდარ დაპირისპირებასა და აქციის დარბევაზე წერს.


მისი თქმით, ეს იყო პარლამენტში დაგეგმილი და ბრწყინვალედ შესრულებული პოლიტიკური ავანტიურა.


"კოჰაბიტაციის შედეგი!
პარლამენტში დაგეგმილი და ბრწყინვალედ შესრულებული პოლიტიკური ავანტიურა.
პარლამენტის თავჯდიმარის სკამზე წამოსკუპებული მტერი.
ხელისუფლების დამხობის მცდელობა.
20 დაშავებული და თვალებდათხრილი ჩვენი მოქალაქე.
40 დაშავებული სპეცრაზმელი.
ოპოზიციის გაქცეული ლიდერები და ხალხზე გადაბრალებული დანაშაული.
ხელისუფლება ხალხის პირისპირ.

მშვიდობიანი 7 წელი დასრულდა!
ბოკერია-კობახიძის სცენარმა დაგვაყენა ფაქტის წინაშე, რომ სახელმწიფო უნდა მართო. სახელმწიფოს მართვაში უკანალის ქიცინი (სულერთია ვისთვის) ყოვლად დაუშვებელია! მტერი - მტერია, ნაცი- ნაცია, დამნაშავე- დამნაშავეა. ყოფილი არც მტერი არსებობს, არც დამნაშავე და არც ნაცი.... სამწუხაროდ...
დაუსჯელობის სინდრომს დადებითი შედეგი არასოდეს მოუტანია. არც ამ ექსპერიმენტმა გაამართლა.
იქნებ, გაიგოთ! კოჰაბიტაციის ექსპერიმენტმა არ გაამართლა!!!
ნაყოფი ბინძური და დაავადებულია! სანამ გაიხრწნებით, იქნებ, გაიკეთოთ აბორტი...................
ან, იქნებ, სულაც გვიანია..................."

0
645
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
645
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0