x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508601
ვინც ხშირად მგზავრობთ ტაქსით,ეს უნდა იცოდეთ!
ქართველ ტაქსის მძღოლებზე უკვე დიდიხანია ლეგენდები დადის.შინაარსი კი სხვადასხვაგვარია;ზოგმა გზები არ იცის, ზოგი მგზავრს სთხოვს მანქანის დასაქოქად “მიაწვეს", ზოგი ფილმ “ტაქსის" მძღოლს ბაძავს და ერთ საათში შეუძლია მთელი დედაქალაქი მოგატაროთ, ზოგი საწვავის ეკონომიის მიზნით ისე მოძრაობს, რომ ინანებთ, ფეხით რატომ არ წავედიო და ა.შ. მოკლედ, ქართველ ტაქსის მძღოლებზე სასუბრო თემა არც ისე ცოტაა.ამჯერად კი მინდა თქვენი ყურადღება ზემოაღნიშნული პროფესიის ადამიანების ოინებზე და ყურადსაღებ დეტალებზე გავამახვილო, რადგან თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯი, დისკომფორტი და უსიამოვნებები.

image

მაშ ასე, :

1. “ხურდა არ მაქვს". image
ყველაზე ხშირად ტაქსისტებისაგან ამ ფრაზას გაიგონებთ.მგზავრობის დასრულების შემდეგ ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ მძღოლს თქვენთვის ხურდად დასაბრუნებელი თანხა არ აქვს.( რა თქმა უნდა, შეიძლება ეს სიმართლეც იყოს, თუმცა მათგან ხურდის გადამალვა სწორედ ერთ-ერთი ოინია).ამიტომ გაითვალისწინეთ შემდეგი: თავად იქონიეთ ზუსტად თანხა, ან ტაქსში ჩაჯდომამდე ჰკითხეთ მძღოლს ხურდის თაობაზე.


image

2. ტაქსის სერვისით გამოძახებული მანქანა. ზოგიერთი ტაქსო-კომპანია მგზავრობის ტარიფს ანგარიშობს მგზავრობის დასრულებისას, მანძილისა და საცობის გათვალისწინებით.სწორედ ამიტომ, შესაძლებელია თქვენი ნავარაუდევი თანხა გაორმაგდეს ან სულაც გასამმაგდეს, ამიტომ გაითვალისწინეთ ზემოაღნიშნული.გარდა ამისა მძღოლებიც დახელოვნდნენ ამ სპეციფიკაში და ხშირია შემთხვევა, როდესაც ისინი გამიზნულად არიდებენ თავს ცარიელ გზას და პირდაპირ საცობისაკენ მიექანებიან, ან ამბობენ, რომ ესა თუ ის გზა უკეთესია, და შედეგად რამდენიმე კილომეტრით მეტს გაგატარებენ, რომ მეტი სარგებელი მიიღონ თქვენგან.ამიტომ გაითვალისწინეთ: გასავლელი გზა უმჯობესია თავადაც კარგად იცოდეთ და მხოლოდ მძღოლის იმედად არ იყოთ.

3. სისწრაფე.

image

თუ გამიზნულ ადგილამდე მისვლა ძალიან გეჩქარებათ, თავიდანვე შეუთანხმდით მძღოლს ამის თაობაზე, რადგან მათი უმრავლესობა დაბალი სიჩქარით მოძრაობს საწვავის ეკონომიის მიზნით და მგზავრობისას თქვენს მიერ მისმა დაჩქარებამ, შესაძლოა უთანხმოება ან ფასის გაზრდა გამოიწვიოს.

4. კომფორტი.

თუ კომფორტული მგზავრობა გსურთ, ტაქსს მხოლოდ გარეგნულად ნუ შეაფასებთ.შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ მის გაჩერებასაც კი უნდა დააკვირდეთ.რატომ?უხარისხო ხუნდების(“კალოდკები") მქონე მანქანა ყოველი დამუხრუჭებისას საკმაოდ უსიამოვნო ხმას გამოსცემს, რაც ნამდვილად არ გესიამოვნებათ მგზავრობისას, მით უმეტეს, თუ შორი გზა გაქვთ გასავლელი.

ასევე დააკვირდით სალონსაც, ვიდრე მძღოლს ფასსა და მისამართზე ესაუბრებით.ხშირად მძღოლები მხოლოდ გარეგნულ სისუფთავეზე ზრუნავენ.

მწეველი თუ ბრძანდებით, ისიც უნდა ჰკითხოთ მძღოლს, შეიძლება თუ არა მის მანქანაში მოწევა.ასევე გამოძახების სერვისით სარგებლობისას მოითხოვეთ მანქანა “მწეველი სალონით".

image

5. კონდიციონერი ან გათბობა.

ზაფხულის ცხელ დღეებში კონდიციონერის ან ზამთრის სასტიკ სიცივეში გათბობის გარეშე მგზავრობა ნამდვილად არაა სასიამოვნო. თუ გამოძახების სერვისით ისარგებლებთ, აუცილებლად უთხარით ოპერატორს თქვენი მოთხოვნები, ამაში სამარცხვინო არაფერია. ხოლო თუ ქუჩაში მოძრავი ტაქსი უნდა გააჩეროთ ცოტაოდენი ყურადღება გმართებთ, რადგან ამ შემთხვევაშიც გამოწრთობილნი არიან მძღოლები.კერძოდ, ზაფხულში კონდიციონერის არარსებობის შესანიღბად, მათ ფანჯრები მხოლოდ მარცხენა მხარეს აქვთ ჩამოწეული, მგზავრის მხარეს კი აწეული, რაც ქმნის ცრუ შთაბეჭდილებას, რომ მანქანაში კონდიციონერია ჩართული.

რაც შეეხება გათბობას, ამ შემთხვევაშიც კვლავ ფანჯრებს ვაკვირდებით.გათბობა ჩართულ მანქანას ოდნავ მაინც ექნება მინები ჩამოწეული.ამასთან მძღოლის ჩაცმულობაც ყურადღება მისაქცევია. დამეთანხმებით, ქუდითა და ყელამდე შეკრული ქურთუკით გათბობის მქონე მანქანაში მძღოლი არ უნდა იჯდეს.

P.s. ყველა ტაქსის მძღოლს ერთ ქვაბში ნუ მოხარშავთ, პატიოსნებიც საკმაოდ არიან.

იმედია გამოგადგებათ რჩევები. მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ!

P.s. (2) ტაქსის მძღოლებისაგან შენიშვნებს არ მივიღებ, რადგან თავადაც თქვენი კოლეგა ვარ:)) ოღონდ ისეთი არა, ზემოთ როგორიც ჩამოვთვალე.

ასევე საინტერესოა:

როგორ გადიან ქართველი მძღოლები ტექდათვალიერებას?!

image

როგორ შევარჩიოთ ჯანსაღი ხილი და ბოსტნეული?!

image

რა უნდა იცოდეთ საცობებში მოძრაობისას

image

საინტერესო ფაქტები თბილისის მეტროს შესახებ

image

0
146
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0