x
მეტი
  • 22.11.2019
  • სტატია:96758
  • ვიდეო:343746
  • სურათი:458655
ორნელა მუტის პატიმრობა მიუსაჯეს პუტინთან ვახშმის შემდეგ
imageმსახიობი ორნელა მუტი რეალურ სასჯელს მოიხდის ციხეში პუტინთან ვახშმის შემდეგ.


როგორც ცნობილი გახდა, საკასაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის გადაწყვეტილება



შეგახსნებთ, 2010 წელს მსახიობი არ გამოვიდა თეატრში სცენაზე და სპექტაკლი ჩააგდო, სადაც მსახიობი მთავარ როლს ასრულებდა, იმისთვის, რომ მსახიობს ჯარიმა არ დაკისრებოდა, თეატრს სამედიცინო ცნობა წარუდგინა, თუმცა როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ცნობა ყალბი გამოდგა.

image


სინამდვილეში, როგორც გაირკვა, ორნელა ავად კი არ იყო, არამედ რუსეთში იმყოფებოდა და საქველმოქმედო აქციაში იღებდა მონაწილეობას, რომელიც ქალაქ სანკტ-პეტერბურგში გაიმართა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის თაოსნობით. ორნელა მუტის გარდა მაშინ იქ მრავალმა ვარსკვლავმა მოიყარა თავი.
image
ამის შემდეგ თეატრმა მსახიობს სასამართლოში უჩივლა, გაიმართა რამდენიმე პროცესი(2015, 2017, 2018 წლებში) თუმცა მსახიობს შეუძლია ციხის გარეთ მოიხადოს სასჯელი, თუ გირაოს- 30 000 ევროს შეიტანს.


თვითონ მსახიობმა ბოდიში მოიხადა, განაცხადა, რომ მართლაც ლარინგოფარინგიტით იყო ავად და საუბარიც კი არ შეეძლო. იქაც, პუტინთან ვახშმის დროს ხმა არ ამომიღია და ჩუმად ვიჯექიო.



წარმოშობით(დედის მხრიდან) რუსი-ესტონელი ორნელა მუტი(ფრანჩესკა რომანა რიველი) ქართველმა მაყურებელმა გაიცნო და შეიყვარა ისეთი ფილმებით, როგორიცაა:"არამზადას სიკვდილი"(1977), ჭირვეულის მორჯულება"(1980) "ცხოვრება მშვენიერია"(1980); "უზომოდ შეყვარებული"(1981) "ოსკარი"(1991) და სხვა.

image

თვით

0
764
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
764
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0