x
image
ციცი
Mediator image
ანტონიო ბანდერასი თავისი ოჯახის გადარჩენას ტკბილეულით ცდილობს

image
























ჰოლივუდის ვარსკვლავი ანტონიო ბანდერასი, თავისი

ცოლისთვის, ასევე ცნობილი ჰოლივუდელისთვის, მელანი გრიფიტისთვის, არ ინანებს ყვავილებს და ტკბილეულს, რათა მათი ცოლ-ქმრობის 15-წლიანი კავშირი გადაარჩინოს. ანტონიო მელანისთან ქორწინების შენარჩუნებას ტრადიციული მეთოდებით ცდილობს. როგორც უკანასკნელი რომანტიკოსი დედამიწაზე, იგი ყოველ დღე თავის მეუღლეს ჩუქნის ყვავილების უზარმაზარ თაიგულს და უამრავ ტკბილეულს, რათა მელანიმ გადაიფიქროს მასთან განშორება. გაყრის მიზეზი კი გახდა მრავალჯერადი ღალატი ანტონიოს მხრიდან. ანტონიო ყველანაირად ცდილობს ცოლის ნდობის დაბრუნებას, იგი აკეთებს ყველაფერს რათა ცოლს გული მოულბოს, ხშირად ესაუბრება ტელეფონზე და უწყობს ექსტრავაგანტურ სიურპრიზებს. იგი ფიქრობს, რომ მელანი ამდენ ცდუნებას დიდხანს ვეღარ გაუძლებს და შეურიგდება მეუღლეს. მელანის ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია ბანდერასთან დაბრუნება, მაგრამ ოფიციალურ გაყრაზე საბუთებიც არ აქვს შეტანილი. იგი უკვე შენიშნეს ნიშნობის ბეჭდის გარეშე. მოახერხებს თუ არა მექალთანე ბანდერასი ცოლის მოხიბვლას თავისი რომანტიკული საჩუქრებით? ისე მელანის რაღა დაემართა, კაცი ამდენს ეხვეწება და რაღას უარობს, აღარც ისეთი ახალგაზრდა და მომხიბვლელია, რომ თაყვანისმცემლების არმია ჰყავდეს და არ ურჩევნია შეურიგდეს, სანამ ბანდერასსაც არ გადაუფიქრებია.image

0
240
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0