x
მეტი
  • 18.10.2019
  • სტატია:95744
  • ვიდეო:343064
  • სურათი:457692
თავისუფალი თემა "დაახასიათეთ თქვენი მერხის მეგობარი" პასუხები გაგახალისებთ ...

image

დაჟინებულ თხოვნას წინაღმდეგობა ვერ გაუწიე და ბავშვობის მეგობარს გავუარე სამსახურიდან გამოსულმა..

ის კი როგორც ყოველთვის რვეულებში თავჩარგული დამხვდა სასწრაფოდ გადადო საქმე და სამზარეულოს მიაშურა ყავის გასამზადებლად...

სულ მავიწყდებოდა მეთქვა ჩემი მეგობარი მასწავლებელი გახლავს, მის მოსვლამდე ერთ ერთი რვეული ავიღე და გადავშალე...

თავისუფალი თემა "დაახასიათ თქვენი მერხის მეგობარი"

ლუკა 8 წლის

"არც ისე ცუდი ბავშვია"

არც მეორე კლასელი ჩამორჩა კლასელს..

ნინუცა 8 წლის

"მეტი საქმე არ მაქვს ნიკოლოზე რამე კარგი ვთქვა"

დათა 8 წლის

"ქეთა არის"სვეწკი" ისევე როგორც მისი დაქალები ყავს, სულ იპრანჭება და იპრანჭება..."

ამასობაში ჩემი მეგობარი შემოვიდა რომელიც უსიტყვოდ მიხვდა ჩემი ღიმილის მიზეზს...

ეგეთი იცი რამდენი მაქვს ყველას ვინახავ მერე დიდები რომ გაიზრდებიან უნდა წავაკითხო...

თემა : "მე რომ დიდი გავიზრდები"

დათუნა 7 წლის

"მე რომ დიდი გავიზრდები მძღოლი გამოვალ ისე როგორც მამაჩემი...ბებია სულ იმას მეუბნება მამაშენის ნაირიხარო"

თათა 7 წლის

"მე რომ დიდი გავიზრდები მინდოდა არქიტექტორი გავმხდარიყავი მაგრამ ყველა იმას მეუბნება მასხარა ხარო და ალბათ ცირკში წავალ"

გვანცა 7 წლის

"მომღერალი მაგრამ ქართველი არა"

თავისუფალი თემა "როგორია ჩემი სკოლა, რას შეცვლიდით"

ლიზა 7 წლის

"ყველაფერს"




image


პ.ს ძალიან ბევრი ისტორია მოვისმინე, ძალიან ბევრი ვიცინე და ბედნიერებით ავივსე...

ბავშვებს ხომ სხვაგვარათ უხარიათ და სწყინთ ...

სულ სხვაგვარად უყვართ და ბრაზობენ ერთმანეთზე...

ყოველთვის ვფიქრობდი რომ ყველაზე კარგი დრო ჩვენს ცხოვრებაში ...

რაც შეიძლება დიდი დროით დარჩით ბავშვები, გაზრდას ნუ იჩქარებთ არც ისე იოლია დიდობა....

სიყვარულით ინტერ-გოგონა

0
232
4-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
Mediator image
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0