x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
ფაქტები,რომელთა გაცნობის შემდეგ იკითხავთ -"ნუთუ ეს სიმართლეა?!"
image

დადასტურებულ ფაქტს რომ არ წარმოადგენდეს, ამ სტატიაში მოყვანილი ზოგიერთი ამბის დაჯერება ალბათ ბევრს გაუჭირდებოდა. ზოგიერთი მათგანი ფანტასტიკური წიგნიდან აღებულ სიუჟეტს უფრო ჰგავს, მაგრამ ჩვენი სამყაროც ხომ ამოუცნობია, სავსე უცნაური და დაუჯერებელი მოვლენებით.


1.ადამიანი, რომელსაც არ ეძინა


ამ უნგრელი ჯარისკაცის ისტორია მართლაც რომ დაუჯერებელია. 1915 წელს ის თავში დაიჭრა, შუბლი ძალიან დაუზიანდა, მაგრამ ჯარისკაცი გადარჩა, თუმცა ჭრილობამ ის უძილობით “დაასაჩუქრა" . სავარაუდოდ, მას ტვინის ის ნაწილი დაუზიანდა, რომელიც ძილზეა პასუხისმგებელი. იმ დღიდან მოყოლებული მას აღარ უძინია.


image

2.ოქროს ციებ-ცხელება


ინდოელ დიასახლისებს მთელი მსოფლიოს ოქროს 11% ეკუთვნით. ეს ნიშნავს, რომ 18 000 ტონა ოქრო უბრალო ინდოელი დიასახლისების ხელშია თავმოყრილი.ინდოეთში უფრო მეტი ოქროა, ვიდრე შვეიცარიაში, აშშ-სა და გერმანიაში, ერთად აღებული. ოქროს დაგროვება ინდუსებისთვის ერთგვარი ტრადიციაა.

image

3.პიანისტი


კოლორადოელმა დერეკ არმატომ თავი საცურაო აუზის ფსკერს დაარტყა. თუმცა, ეს დარტყმა მას სასიკეთოდ წაადგა.დერეკი, რომელსაც მანამდე მუსიკასთან არავითარი შეხება არ ჰქონია, ახლა გამოჩენილი მუსიკოსია.ეს ძალიან იშვიათი მდგომარეობაა და მას სავანტის სინდრომს უწოდებენ.

image

4.ტაქსისტი-სუპერგმირი


იმისთვის, რომ ლონდონური “შავი კების" მძღოლი გახდეს, ადამიანს მოეთხოვება 25 000-ზე მეტი გზა და 50 000-მდე ღირსშესანიშნაობის ადგილმდებარეობა იცოდეს და სპეციალური ტესტიც ჩააბაროს. ამ გამოცდის ჩასაბარებლად მძღოლებს 12 ცდის უფლება და 34 თვიანი მოსამზადებელი პერიოდი აქვთ. ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლონდონის კების მძღოლები ძალიან ჭკვიანი ხალხიაimage

5.გასეირნება სასახლეში


1982 წელს უცნობმა მამაკაცმა ნახევარი საათი დაჰყო ბუკინგემის სასახლეში. ის სასახლეში დასეირნობდა, ათვალიერებდა და თან ყველ ჩედარს შეექცეოდა, რომელიც ასევე სასახლეში იპოვა. სიგნალიზაცია მის ბედად გაუმართავი იყო, , ამიტომ მისი სიმშვიდე არავის დაურღვევია. მამაკაცი აუჩქარებლად აკვირდებოდა პორტრეტებს და ცოტა ხნით სამეფო ტატზეც კი დაისვენა. ამის შემდეგ მამაკაცმა ნახევარი ბოთლი ღვინოც დალია და აუჩქარებლად დატოვა სასახლე.

image

6.ბუდას სიურპრიზი


1995 წელს ვიღაცას შემთხვევით დაუვარდა ბუდას ძველი თაბაშირის ქანდაკება. ქანდაკება დაიმსხვრა და მის შიგნით მთლიანად ოქროსგან ჩამოსხმული ბუდას სხვა ქანდაკება გამოჩნდა. აი, სიურპრიზიც ამას ჰქვია.image

7.ნიჭიერი სნაიპერი


ბრიტანელმა სნაიპერმა კრეიგ ჰარისონმა ახალი რეკორდი დაამყარა ზუსტ სროლაში. მან თალიბანის ორი მეომარი ორ კმ-ზე მეტი მანძილიდან მოკლა. ამაყობს თუ არა თავისი მიღწევით?-მისთვის ეს მხოლოდ სამსახურია.

image

2
1597
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1597
  
2019, 8 ივნისი, 21:31
გაჭირვებაში და სიბინძურეში
2019, 7 ივნისი, 16:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2