x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მამაკაცმა ლატარიაში მილიონი მოიგო და მაინც განაგრძო ტაქსისტად მუშაობა
image

ქალაქ ნოტინგემში (დიდი ბრიტანეთი) მამაკაცმა ლატარეაში მოიგო მილიონი ფუნტი სტერლინგი, თუმცა მაინც გააგრძელა ტაქსისტად მუშაობა.მისი ისტორიით დაინტერესდა გამოცემა Daily Star-ი.




64 წლის გორდონ რისი (Gordon Rees) მაღაზიაში რძის საყიდლად შევიდა, თუმცა ფასი არ მოეწონა და ის იყო უკან გამოსვლას აპირებდა, რომ უცებ გადაწყვიტა და რძის ნაცვლად ორი ლატარიის ბილეთის შეიძინა.


"მეორე დღეს ლატარიის კომპანიაში დავრეკეთ ყვავილების მაღაზიიდან, სადაც ჩემი ქალიშვილი მუშაობდა, იქ ყველაფერი კიდევ ერთხელ გადაამოწმეს და მითხრეს:"გილოცავთ მისტერ რის, თქვენ მილიონერი ხართ"


ეს მოხდა 2016 წლის 21 ივნისს.

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, გორდონ რეის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ მილიონერი გახდა, იგი მაინც განაგრძობდა ტაქსისტად მუშაობას, როგორც თვითონ განაცხადა, მას მოსწონდა ეს სამუშაო და ის ხალხი, რომლებიც მის გარშემო იყვნენ, თუმცა თავს დამნაშავედ გრძნობდა, იმის გამო, რომ უკვე გამდიდრებული, ხალხისგან ფულს იღებდა, ამიტომ საპენსიო ასაკს მიაღწევისთანავე სამსახურიდან განთავისუფლდა.

image

ფულმა შეცვალა მისი ცხოვრება-გაეყარა ცოლს, იყიდა სახლი, ავტომობილი, დააფინანასა შვილები და შეიძინა საყვარელი საფეხბურთო კლუბის "ნოტს ქაუნტის" აქციები.



ამჟამად აღარ აპირებს რაიმე საქმეში ჩადოს დარჩენილი დანაზოგი, გორსონ რეის უახლოესი გეგმაა დაქორწინდეს საყვარელ ქალზე.

image



1
115
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
115
  
2019, 6 ივნისი, 14:50
ნეტავ,მეც მომაგებინა და მაგას დავაწყვეტინებ ნერვებს?:)))
0 1 1