x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
9 შოკისმომგვრელი ფაქტი ჩვენი ქვეცნობიერის შესახებ
imageქვეცნობიერი – ადამიანის გონების ფსიქიკური პროცესების კომპლექსია, რომელზეც ცნობიერების კონტროლი არ ვრცელდება. ეს მოვლენა ყოველი ადამიანის განუყოფელი ნაწილია და სრულიად ბუნებრივია. თუმცა არსებობს ჩვენი ქვეცნობიერის შესახებ ფაქტები, რომლებიც გაგაკვირვებთ.


1.ქვეცნობიერი საუბრობს ჩვენთან სიზმრების მეშვეობით(ყველაზე გავრცელებული ფაქტი)imageერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეორიის თანახმად, სიზმრები ქვეცნობიერის პირდაპირი მანიფესტია. ჩვენ მისი გაგება არ შეგვიძლია, რადგან მისი „ენა“ არ ვიცით. კარლ იუნგი მიიჩნევდა, რომ ქვეცნობიერი ცხოვრება სიზმრებში ისევე მნიშვნელოვანია, როგორც გაცნობიერებული ცხოვრება რეალურ სამყაროში.


2.ქვეცნობიერი ჩვენი ცხოვრების 95%-ს აკონტროლებს

image


საუბარია, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი სხეულის მოძრაობებზე. ჩვენ კიდურებს მყისიერად ვამოძრავებთ და არ ვუფიქრდებით, რისთვისაც მადლიერი სწორედაც რომ ჩვენი ქვეცნობიერის უნდა ვიყოთ


3.ქვეცნობიერი მუდამ ყურადღებითაა

რ აქვს მნიშვნელობა, როგორ ღრმა ძილში ვართ, ქვეცნობიერი განაგრძობს მუშაობას და შიდა ორგანოების მუშაობას აკონტროლებს. ის სმენაზეც აგებს პასუხს.


4.ქვეცნობიერი ყველაფერს ზუსტად იგებსimage
ეს ძალზე მოუხერხებელია, რადგან სწორედ ქვეცნობიერი აგებს პასუხს ჩვენს შიშზე. ამიტომაც გვაშინებს საშინელებათა ფილმები, თუმცა გონებით ვხვდებით, რომ ეს სინამდვილე არ არის.


5.ქვეცნობიერი აქმყოში ცხოვრობსimage

ჩვენ შეგვიძლია მომავალზე ვიფიქროთ ან წარსულის მოგონებებში ჩავიძიროთ, მაგრამ ქვეცნობიერი ყოველ ჯერზე გაგვახსენებს, რომ ჩვენი ადგილი აწმყოშია და ამით ჯანსაღი გონების შენარჩუნებაში გვეხმარება.
ქვეცნობიერი მიკროპროცესორის მსგავსადაა მოწყობილი
ჩვენი გონება ძალიან რთულადაა მოწყობილი, ქვეცნობიერი კი მას 100 ქულით წინ უსწრებს. ის ორგანიზმის მიერ გამოგზავნილ საოცარი რაოდენობის ყველა სიგნალს აღიქვამს, მონაცემებს ამუშავებს და უკან – ტვინში აგზავნის.



6.ქვეცნობიერი არ იყენებს სიტყვებს

image
ამის მაგივრად მას სურათები და გამოსახულებები ურჩევნია. არსებობს მოსაზრება, რომ სიზმარში ჩვენ მაინც შევძლებთ რაიმე ტექსტის წაკითხვას, თუმცა ქვეცნობიერიდან სიგნალი სიტყვიერი კონსტრუქციის სახით არასდროს წამოვა.


7.ქვეცნობიერი პირველყოფილია

imageქვეცნობიერს არ აქვს ინფორმაცია, რომ ადამიანი ცივილიზაციაში ცხოვრობს. ის ემოციების დონეზე მუშაობს, ხშირად გვაიძულებს, გავბრაზდეთ ან შიში ვიგრძნოთ არაადეკვატურ შემთხვევებში.


8.ქვეცნობიერს მრავალი ამოცანა აქვსimage
ჩვენთვის ძალიან რთულია, გონებაში ერთდროულად ორი ან მეტი აზრი დავაკავოთ. ქვეცნობიერი კი ასეთ ამოცანებს ძალიან მარტივად ერევა, როგორც კარგად მომუშავე კომპიუტერს სჩვევია. რთულია, წარმოიდგინო, როგორი ნელი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, თუ ქვეცნობიერი ჩვეულებრივი გონების სიჩქარით იმუშავებდა.


9.ქვეცნობიერს უყვარს ჩვევები

ჩვევები ბინას სწორედაც რომ ჩვენს ქვეცნობიერში იდებენ და მას ნებას აძლევენ, გონების ნებისმიერი ჩარევის გარეშე კარგად ათვისებული ქმედებების განსახორციელებლად. სიტუაციიდან გამომდინარე, ამან შეიძლება დადებითი და უარყოფითიც შედეგი გამოიწვიოს.



0
227
შეფასება არ არის
ავტორი:MAKUU.
MAKUU.
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0