x
მეტი
  • 17.10.2019
  • სტატია:95722
  • ვიდეო:343049
  • სურათი:457649
ჯიმი მაისურაძე ,,შავი პოლკოვნიკი" - გმირი, რომელმაც ედუარდ შევარდნაძე ტერაქტის დროს სიკვდილისგან იხსნა

ჯიმშერ მაისურაძე სეპარატისტთა გაწეული თავგანწირული ბრძოლისთვის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს და ეროვნულ გმირადაც აღიარეს.

image

ჯიმი მაისურაძის ჩამოგდებაზე აფხაზებს ჯილდო ჰქონდათ დაწესებული. და ამის ერთერთი მიზეზი ისიც იყო რომ, პოლკოვნიკი მაისურაძე ხშირად აცილებდა ან პირადად გადაჰყავდა პრეზიდენტის შვეულმფრენი, ერთხელ აშკარა კატასტროფასაც გადაურჩა.

შევარდნაძის ინტერვიუდან :“ გაგრიდან ახალთახალი mi 24 აფრინდა. ამ ჩვენი ვერტმფრენის ქვეშ გავლას აპირებდა. მაგრამ, ჩვენი გამცილებელი ვერტმფრენის პილოტი მიუხვდა, და სასწრაფოდ რაც შეიძლება მაღლა ავფრინდით, იმდენად სწრაფად აიღო სიმაღლე, რომ ყველა იატაკზე კოტრიალობდა. როცა მოწინააღმდეგის პილოტმა მანევრი შეასრულა, ჩვენ უკვე ავცდით კრიტიკულ სიმაღლეს. მაისურაძე ნამდვილი გმირი იყო, საუბედუროდ ის ამ ომში დაიღუპა. "

image

ჯიმი მაისურავისათვის საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლა აფხაზეთის ომით არ დაწყებულა. ის ვიეტნამში მიმდინარე საომარ მოქმედებებშიც იღებდა მონაწილეობას.

ვაჟა ადამია იხსენებს :

" წინააღმდეგობის გაწევის არანაირი ტექნიკა არ გაგვაჩნდა. აეროპორტში მოვიპოვეთ სამოქალაქო ყვითელი შვეულმფრენი, შევღებეთ მწვანედ“ აჭრელდა, საშინელი შესახედი იყო. ( იცინის). მისი პილოტი ჯიმი მაისურაძე იყო. ჯიმი ჩემთან მოვიდა და აფრენა მთხოვა. უარი ვუთხარი, იმიტომ რომ, რამდენიმე ჯგუფი დაზვერვაზე მყავდა გაგზავნილი, ინფორმაცია მქონდა, რომ მოწინააღმდეგე შეტევას აპირებდა. და შესაძლო იყო ჯიმის აფრენას დაეჩქარებინა ეს პროცესი დაეჩქარებინა ეს პროცესი. იარაღი არ გვქონდა რომ მათთვის მიგვეწვდინა. ამიტომ ჩაჯდა ჯიმი შვეულმფრენში და იქიდან გადასცემდა რუსებს ( ემუქრებოდა) შეეწყვიტათ მანევრირება რადგან ეს მათთვის უსაფრთხო არ იყო.

image

ამასობაში შემოგვიტიეს რუსების შვეულმფრენებმა, რადგან ჩვენი შვეულმფრენი სამოქალაქო იყო, იატაკზე ლეიბები ჩავუტენეთ, რომ ტყვიას არ შეეღწია შიგნით. ჩვენს შვეულმფრენს 4 ხვრელი ჰქონდა საწვავის ავზში, ჩხირები გავსაპნეთ და დავუცეთ. მაშინ მაისურაძე მძიმედ დაიჭრა, თუმცა მაინც ჩამოაგდო მტრის შვეულმფრენი.

პირდაპირ დაეხეთქა ჩვენი შვეულმფრენი, საცერივით იყო დაცხრილული, და ავზებიდან ნავთი იღვრებოდა. ვიფიქრე რომ ჯიმი ცოცხალი აღარ იყო. "

ასევე დააინტერესებთ

როგორ ართმევენ ბიზნეს წილებს ქურდული გარჩევებით

image

რა მოხდა სინამდვილეში ედუარდ შევარდნაძის ტერაქტის დროს, ეს იყო МИ 24 რუსული ვერტმფრენი

image

მონათა აჯანყება სპარტაკის მეთაურობით

image

1
510
2-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
510
  
5 ივნისი, 6:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1