x
გამომგონებელი ვლადიმერ ბექაური

გამომგონებელი ვლადიმერ ბექაური ქართველი გამომგონებელი ვლადიმერ ბექაური დაიბადა 1882 წელს დუშეთის რაიონი სოფელ კიტოხში. ივანე ბექაურის და ეკატერინე ნოზაძის ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა და დედა იძულებული გახდა ხაშურში, სოფელ ალში მშობლებთან გადასულიყო საცხოვრებლად. ვლადიმერმა დაამთავრა ხაშურის რკინიგზის სკოლა და შემდეგ გადავიდა თბილისის მიხეილის სახელობის რკინიგზის ტექ.სასწავლებელში.აქედან იწყება მისი მოღვაწეობა. 1907 წელს საცხოვრებლად გადავიდა ციმბირში, შემდეგ პეტერბურგში, სადაც ცოლად შეირთო ლიდია ვალსტრემი, შვედი წარმოშობის ქალბატონი, რომელთანაც შეეძინა ერთი ქალიშვილი – ნინო. ამ პერიოდს განეკუთვნება მისი გამოგონებები.მათ შორის აღსანიშნავია ავტომატური დამცავი სიგნალიზაციის ხერხი, რომლის პატენტი შეისყიდა ინგლისმა, იტალიამ, საფრანგეთმა, იაპონიამ და გერმანიამ. დიდი ღვაწლი მიუძღვის რადიო ტექნიკის დარგში.აგრეთვე მასვე ეკუთვნის სხვადასხვა კონსტრუქციები, როგორიცაა პარაშუტის ავტომატური გახსნის მოწყობილობა. საბჭოთა კავშირში რადიომაუწყებლობის სადგურების შექმნის შემდეგ მ. ფრუნზემ ვლადიმერ ბექაურს დაავალა ეხელმძღვანელა აფეთქებებისათვის რადიოსიგნალის საშუალებით და 1925 წელს შედგა საცდელი აფეთქება. ამ ხელსაწყოს სახელწოდება იყო "ბემი" ბექაურისა და პროფესორ მიტცკევიჩის გვარების პირველი ასოების მიხედვით. 1936 ვლადიმერ ბექაური ქალიშვილ ნინოსთან ერთად
წელს სამუშაოების წარმატებით შესრულებისათვის იგი დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით.1937 წელს გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს და 1938 წლის 8 თებერვალს დახვრიტეს. რეაბილიტირებული იქნა 1956 წელს სტალინის სიკვდილის შემდეგ. ვლადიმერ ბექაურის ქალიშვილი ნინო აგრეთვე იყო წარმატებული მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ი.პ. პავლოვის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 30-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი ფიზიოლოგიის დარგში.ქალბატონი ნინო იმყოფებოდა საქართველოში და იმოგზაურა მამამისის სამშობლოში.ამ დროს გაიხსნა გამომგონებლის ბიუსტი სოფელ გუდამაყარში.პეტერბურგში დაბრუნდა ბედნიერი და აღფრთოვანებული საქართველოთი. გამომგონებლის ბიუსტი სოფელ გუდამაყარში


0
191
შეფასება არ არის
ავტორი:ბელა ბექაური
ბელა ბექაური
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0