x
image
კატაპულტი
როგორ გადიან ქართველი მძღოლები ტექდათვალიერებას?!

image
ტექდათვალიერება საქართველოში უკვე მეორე წელია მიმდინარეობს ეტაპობრივად. წლის ბოლომდე საქართველოში არსებული ყველა ავტომობილის ტექდათვალიერება უნდა მოხდეს. შესაბამისი შემოწმების გარეშე მოძრავი ავტოსაშუალების მფლობელი ფიზიკური პირები 50 ლარით დაჯარიმდებიან, იურიდიული პირები კი 200 ლარით.

აღსანიშნავია, რომ ინსპექტირების შედეგად 40-დან 45% -მდე ავტომობილი იქნა დაწუნებული.

ტექინსპექტირებაზე ყველაზე ხშირად გამონაბოლქვსა და სამუხრუჭე სისტემის შემოწმებაზე უჭირთ მანქანებს სათანადო შედეგის ჩვენება. ასევე ხშირია ფარების რეგულირების და საქარე მინის პრობლემა.

image

ერთ-ერთი ძვირადღირებული პრობლემა საბურავები იყო, თუმცა ქართველი რის ქართველია, გამოსავალი არ მოეძებნა?! მარტივად, ითხოვა ახალი საბურავები, გაიარა ტექდათვალიერება და შემდეგ ისევ საკუთარი პროტექტორგაცვეთილი საბურავებით აგრძელებს მოძრაობას.

გამოსავალი მოიძებნა გამონაბოლქვზეც.ლუბრიკანტი ზეთი და 2 დღიანი მაღალი ხარისხის საწვავი პრობლემას ხშირ შემთხვევაში აგვარებს, თუმცა ინსპექტირების შემდეგ კვლავ ძველ ამპლუას უბრუნდება ავტომობილი.ერთი კია, ამაში მხოლოდ მძღოლები არ არიან.დამნაშავენი, რადგან არ არსებობს საწვავის ხარისხის კონტროლის მექანიზმი.

ჭორის დონეზე არსებობს მოსაზრება, რომ გაბზარულ საქარე მინასაც ნიღბავენ უფერო ლაკით, თუმცა აღნიშნული პრაქტიკაში არავის დაუდასტურებია.


თქვენთვის საინტერესო:

რა უნდა იცოდეთ საცობებში მოძრაობისას

image


პირველადი დახმარება აკუმულატორის დასუსტებისას (რჩევები

image

რა უნდა იცოდეთ ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების

image

0
165
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0