x
image
ეკა ლაცკა
მსოფლიოს 7 სახიფათო გზა და თუშეთი, რომელიც BBC-მ ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა

imageთუშეთის გზა

მსოფლიოში ბევრია გზა, რომელიც სასიცოცხლოდ სარისკოა. თუმცა ხიფათების და ადრენალინის მოყვარულთ ეს სულაც არ აშინებთ .

ტოპ 7 - ეულში, რომელსაც დედამიწის ყველაზე სახიფათი გზა შესაძლოა ვუწოდოთ, ერთ-ერთ ადგილს საქართველოს გზაც იკავებს.

ეს შვიდეული კი ასე გამოიყურება :


1. ნორტ იუნგას როუდი

ყოველწლიურად აქ ტრაგიკულად იღუპება 200-დან 300 ადამიანი, ამიტომ მას „სიკვდილის გზას“ უწოდებენ. ის მიეკუთვნება ყველაზე საშიშ ტრასებს. მდებარეობს ბოლივიაში. იწყება დედაქალაქ ლა პასიდან, გადის მთებში ქალაქ კოროიკომდე.


image

2. ყარაყუმის შოსე


ასფალტის შოსე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია დედამიწაზე. ის 5.5 ათას მეტრზე მდებარეობს. სიგრძით 1300 კმ-ია. ყარაყუმის შოსეს გზა 1986 წელს გაიხსნა.

image


3. იტალია, ხვეული გზა

გზა, რომელიც სულ 2.7 კილომეტრია სიგრძეში, ერთი შეხედვით, უსაფრთხოა, მაგრამ მკვეთრი მოსახვევების გამო ამ გზაზე უამრავი ავარია ხდება.

image


4. ჩინეთი, შიჩუან-ტიბეტის გზა

image


5. გრიმზელის გასასვლელი

ერთ-ერთი ყველაზე კლაკნილი მთიანი გზა მსოფლიოში, მდებარეობს შვეიცარიაში, ალპებშია. იწყება 600 მ სიმაღლიდან.

უღელტეხილთან მდებარეობს „მკვდარი ტბა“, უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე გრიმზელი და როტერიხსბოდენი. მათ შორისაა რამდენიმე კაშხალი.

image


6.მაკ მერდო

ყველაზე ყინულოვანი საფარის მქონე გზა, რომლის სიგრძე 1.5 კმ-ია. ის აერთებს ამერიკის ანტარქტიკის სადგურებს მაკ მერდოსა და ამუნდსენ სკოტს.

მისი ზედაპირი თოვლითა და ყინულითაა დაფარული, გვერდებზე წითელი ალმებია თვალსაწიერისთვის.

მაკ მერდო უსაფრთხო არ არის, იზოლირებულია და მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა.

image

7. თუშეთის გზა

თუშეთის გზა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გზაა ევროპაში.

BBC-მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა თელავის რაიონის სოფელ ფშაველიდან იწყება და ომალომდე 72 კილომეტრია, მანძილის დაფარვას დაახლოებით 4-5 საათი სჭირდება.

თუშეთის გზა ღია მაისის შუა რიცხვებიდან - ოქტომბრის ბოლომდეა.

დიდთოვლობის გამო გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

უღელტეხილის საოცარ სილამაზეს აღტაცებაში მოჰყავს ნებისმიერი მნახველი.

image

image

image

image





0
1287
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
1287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0