x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508605
მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საბჭოთა ორიგინალი პირველად გამოქვეყნდა
image


ფონდმა "ისტორიულმა მეხსიერებამ"(Историческая память)პირველად გამოაქვეყნა მესამე რეიხსა და სსრკ-ს შორის 1939 წელს დადებული თავდაუსხმელობის პაქტის საბჭოთა ორიგინალი, რომელიც ცნობილია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სახელწოდებით.


ფონდის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ აქამდე ისტორიკოსებს მხოლოდ გერმანული ვარიანტზე მიუწვდებოდათ ხელი, ახლა უკვე საბჭოთა ვარიანტიც ხელმისაწვდომია.

ხელშეკრულება გამოქვეყნდება სამეცნიერო გამოცემაში "ანტიჰიტლერული კოალიცია 1939:წარუმატებლობის ფორმულა", სადაც მეცნიერები გაარჩევენ, რატომ არ დასრულდა წარმატებით ნაცისტურ ბლოკთან ბრძოლა.


image

ფონდმა გამოაქვეყნა ხელშეკრულების საიდუმლო დოკუმენტიც, რომლის შინაარსიც აქამდეც ვიცოდით და იქ ახალი დამატებითი არაფერია:ეს არის აღმოსავლეთ ევროპაში ინტერესთა სფეროს გადანაწილება, საბჭოთა კავშირს "ერგო" ბალტიიპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და ბესარაბია-თანამედროვე უკრაინის და მოლდოვას ტერიტორიული ნაწილი.

image

ამასთანავე ხელშეკრულების თანახმად, საბჭოთა კავშირს და ნაცისტური გერმანიას თავი უნდა აერიდებინათ ერთმანეთზე თავდასხმისაგან, მათ ასევე თავი უნდა შეეკავებინათ ერთმანეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებაში ჩართვისგან იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე ეს სახელმწიფო გახდებოდა თავდასხმის ობიექტი მესამე სახელმწიფოს მიერ. პაქტის მონაწილენი ასევე უარს ამბობდნენ იმ ალიანსში გაწევრიანებაზე, რომლიც თუნდაც არაპირდაპირად ამ რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული.

image

ასევე დაგაინტერესებთ

მოქალაქე რეზო რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოების მხრიდან მეორე მსოფლიო ომის ტენდეციურ შერჩევით სამართალს აკრიტიკებს(, ანუ რაც ეპატიება ერთს არ ეპატიება მეორეს) და წერს: პოსტები წავიკითხე საბჭოთა ჯარისკაცების არაადამიანურ და სასტიკ ქმედებებზე გერმანიის აღებისას. კი, ეგრე იყო, НКВД-ს ჯა...

ეს ფოტო, რომელიც 1945 წლის აგვისტოშია გადაღებული, დღესაც კამათის და გარჩევის საგანია, რა ხდება ამ ფოტოზე სინამდვილეში. მაშ ასე, ბერლინი. 1945 წლის აგვისტო. ქალი, ველოსიპედი და ჯარისკაცი ოდესღაც პომპეზური ნანგრევების ფონზე. ფოტოს ცენტრალური სიუჟეტია ველოსიპედი, რომელიც ცალი მხრიდან ქალს უჭირავს, ხოლო მეორე მხრიდან ჯარისკაცი ექაჩება, ...

აშშ-ში 95 წლის ასაკში გარდაიცვალა მეზღვაური ჯორჯ მენდოსა, საკულტო ფოტოს გმირი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების გამოცხადების შემდეგ ექთნის ფორმაში გამოწყობილ ქალს კოცნის.საზოგადოება ამ ფოტოს იცნობს სახელით "კოცნა თაიმს-სკვერზე". მენდოსას ქალიშვილის განცხადებით, "მამა გარდაიცვალა ქალაქ მიდტაუნის საავადმყოფოში, სადაც ის ბოლო 70 წლის გა...

დღეს 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი.საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000-ზე მეტი მეომარი იბრძოდა, მათგან ნახევარი ვეღარ დაბრუნდა შინ.საბჭოთა კავშირის გმირის წოდება 136 თანამემამულეს მიენიჭა, ამის გარდა 2 ქართველი იტალიის ეროვნული გმირი გახდა, ცალკე ხაზგასასმელია ქართული ბატალიონის აჯანყება ტექსელის კუნძულზე. ქვემოთ გავეცნობით ქართველთ...


0
289
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0