x
რატომ გამოთქვავენ რუსი ტურისტები პროტესტს ქართულ რესტორნებში და რა არსიამოვნებთ მათ

ტურისტებიგიორგი იოსავა საკუთარ სოციალურ ქსელში აქვეყნებს ერთ-ერთი რუსი ტურისტის რევიუს, რომელიც მან სალობიე „ბიას“ დაუწერა. რუსი ტურისტის გაღიზიანება გამოიწვია სტიკერმა, რომელიც სალობიეში დახვდა. სტიკერზე აწერია, რომ რუსეთი ოკუპანტია.
როგორც რუსი ტურისტი წერს:
„ტრიპედვაიზორის“ ვერსიით, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ქართული სამზარეულოს დასაგემოვნებლად მივედით. მის კარზე ჩვენ დაგვხვდა წარწერა, რომ რუსეთი ოკუპანტია. რისთვისაა ეს ყველაფერი საჭირო? ან აუკრძალეთ რუს ტურისტებს თქვენთან ჩამოსვლა, ან მოხსენით ეს წერწერა. მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, ვის ხარჯზეც თქვენ ცხოვრობთ“.
ეს მოსაზრება სალობიე „ბიას“ ოფიციალურ გვერდზე დაწერეს და როგორც გიორგი იოსავა აღნიშნავს, „ფეისბუქზე“ მორიგი ერთიანი მიიღეს შეფასებად რუსეთიდან ჩამოსული ტურისტისგან.

0
178
1-ს მოსწონს
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0