x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
„რადგან აქ ვარ, მინდა ისე მოვამზადო, რომ ჟიურის მოეწონოს“ - რატომ მივიდა სოფო ხალვაში „მასტერშეფში“
image

მომ­ღე­რა­ლი სოფო ხალ­ვა­ში ცნო­ბა­დი სა­ხე­ე­ბი­დან ერთ-ერ­თია, ვინც სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი კუ­ლი­ნა­რი­ულ შო­უ­ში მო­სინ­ჯა და „მას­ტერ­შეფ­ში“ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მომ­ღერ­ლის აქამ­დე უც­ნო­ბი ნიჭი ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელ­მა „მას­ტერ­შე­ფის“ მე­ო­რე გა­და­ცე­მა­ში იხი­ლა. სო­ფოს მომ­ზა­დე­ბულ­მა კურ­დღელ­მა პიტ­ნი­სა და ყვე­ლის სო­უ­სე­ბით ყვე­ლა­ზე მკაც­რი ჟი­უ­რიც კი მო­ხიბ­ლა და მომ­ღე­რალ­მა წინ­სა­ფა­რი და­იმ­სა­ხუ­რა.


რაზე ოც­ნე­ბობს და რა­ტომ გა­და­წყვი­ტა „მას­ტერ­შეფ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა - ამა­ზე სოფო ხალ­ვა­ში გვე­სა­უბ­რა.


რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ „მას­ტერ­შეფ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა?


გურ­მა­ნი ვარ და ამას­თა­ნა­ვე, დიდი ხა­ნია, რაც კუ­ლი­ნა­რი­ამ გა­მი­ტა­ცა. ხში­რად ვამ­ზა­დებ იმას, რაც არ არ­სე­ბობს. გა­მო­ვა­ღებ მა­ცი­ვარს და რა პრო­დუქ­ტე­ბიც დამ­ხვდე­ბა, იმით შე­მიძ­ლია კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა. მე­გობ­რე­ბის­თვი­საც სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი ვარ, მე­ლო­დე­ბი­ან, რო­დის მი­ვალ, რომ რამე მო­ვამ­ზა­დო. მერე რომ მე­კი­თხე­ბი­ან, რა გა­ვა­კე­თე და რე­ცეპტს მთხო­ვენ, ვე­რა­ფერს ვერ ვამ­ბობ, რად­გან მარ­თლა არ ვიცი, რა მო­ვამ­ზა­დე.

ეს პრო­ექ­ტი ჩემ­თვის ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა. მინ­და, ჩემი თავი და სხვე­ბიც და­ვარ­წმუ­ნო, რომ მე ეს შე­მიძ­ლია.


რითი ჰგავს და გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან მუ­სი­კა­ლუ­რი და კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი კონ­კურ­სე­ბი?

მსგავ­სე­ბა ის არის, რომ ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ჟი­უ­რი გა­ფა­სებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბო­ლომ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბი შენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში. შე­იძ­ლე­ბა, შენი თა­ვით კმა­ყო­ფი­ლი იყო, მაგ­რამ სხვას არ მო­ე­წო­ნოს.

გან­სხვა­ვე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სში ბევ­რად უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ვარ. როცა სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ და ვმღე­რი, ვიცი ის საქ­მე, რა­საც ვა­კე­თებ. კუ­ლი­ნა­რი­ა­ში კი ეს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა ნამ­დვი­ლად მაკ­ლდა.


image


პირ­ველ ტურ­ში კურ­დღე­ლი მო­ამ­ზა­დეთ, რაც, რო­გორც ჟი­უ­რიმ აღ­ნიშ­ნა, საკ­მა­ოდ რთუ­ლი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლია. მას­ზე რა­ტომ შე­ა­ჩე­რეთ არ­ჩე­ვა­ნი?

პირ­ვე­ლი კერ­ძი ის მო­ვამ­ზა­დე, რაც მეც და ჩემს შვი­ლებ­საც ძა­ლი­ან გვიყ­ვარს, ბევ­რჯერ მო­მიმ­ზა­დე­ბია და ასე თუ ისე, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი.

კურ­დღლის ხორ­ცის­თვის ორი სა­ხის სო­უ­სი მქონ­და. ყვე­ლის სო­უ­სებს ხში­რად ვამ­ზა­დებ და ვი­ცო­დი, რომ გა­მო­მი­ვი­დო­და, პიტ­ნის სო­უ­სი კი მა­ნამ­დე არ გა­მი­კე­თე­ბია, კას­ტინ­გის დღეს მო­ვი­ფიქ­რე და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რომ გა­ა­მარ­თლა.


რას გრძნობ­დით, როცა ჟი­უ­რი თქვენს კერძს აგე­მოვ­ნებ­და?

კას­ტინგზე ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, არ მე­გო­ნა, რომ ასე­თი რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

თა­ვი­დან ვე­ლო­დი, რომ მო­ე­წო­ნე­ბო­დათ, მაგ­რამ რო­დე­საც კერ­ძის გა­სინ­ჯვა და­ი­წყეს და მათი სა­ხე­ე­ბი და­ვი­ნა­ხე, ნერ­ვი­უ­ლო­ბა და­მე­წყო. ვერ ვხვდე­ბო­დი, მო­ე­წო­ნათ, თუ არა.


მე­ო­რე ტურ­ში გა­დახ­ვე­დით. რა მო­ლო­დი­ნე­ბი გაქვთ?

ჩემ­თვის, რო­გორც მოყ­ვა­რუ­ლი კუ­ლი­ნა­რის­თვის, მე­ო­რე ტურ­ში გა­დას­ვლაც დიდი წარ­მა­ტე­ბაა, მით უმე­ტეს, რომ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. პირ­ვე­ლი ტუ­რის შემ­დეგ ბევ­რად უფრო მი­ზან­და­სა­ხუ­ლი გავ­ხდი. ვფიქ­რობ, რად­გან აქ ვარ, ისე უნდა მო­ვამ­ზა­დო, რომ ჟი­უ­რის მო­წო­ნე­ბა და­ვიმ­სა­ხუ­რო. ყვე­ლა კონ­კურ­სანტს წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ და იმე­დი მაქვს, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ამ საქ­მი­ა­ნო­ბას რა­ღაც ფორ­მით მა­ინც გა­ვაგ­რძე­ლებთ.


image


რო­გორ ხე­დავთ თქვენ თავს ამ სფე­რო­ში?

ყო­ველ­თვის ვოც­ნე­ბობ­დი, პა­ტა­რა კაფე მქო­ნო­და სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კი­თა და გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბით, რომ­ლებ­საც მე შე­ვარ­ჩევ­დი და თა­ვა­დაც მო­ვამ­ზა­დებ­დი. „მას­ტერ­შეფ­ში“ მოს­ვლის შემ­დეგ ეს სურ­ვი­ლი კი­დევ უფრო გა­მიძ­ლი­ერ­და და არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ მალე ოც­ნე­ბა ავიხ­დი­ნო

0
69
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0