x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
2019 წლის ზაფხულის მოდური კაბები
ზაფხულობით ყველა ქალს უნდა, რომ განსაკუთრებულად ლამაზი ჩანდეს. მაშინაც კი, თუ სასურველ კილოგრამებს ვერ იშორებენ, ქალებს სურთ, რომ ისეთი სამოსი შეარჩიონ, რომლებიც უფრო ტანადს წარმოაჩენენ. კაბა-საუკეთესო არჩევანია. სხვადასხვა მოდელებს შორის ნამდვილად შეიძლება ისეთი ავარჩიოთ, რომელიც ფიგურის ნაკლოვანებას დამალავს და პირიქით, ღირსებას წარმოაჩენს. ამ სეზონზე მომგებიან პოზიციაში არიან როგორც მსუქნები, ისე გამხდრები, რადგან მოდაშია თავისუფალი სტილი, მიდი და მაქსიც.


image

1.კაბა-ხალათი

კაბა-ხალათი პრაქტიკულად ნაბისმიერ ფიგურას და ნაბისმიერ შემთხვევას უხდება. მისი ჩაცმა ოფისშიც შეგიძლიათ და გასეირნებისთვისაც მოიხდენთ. შეიძლება იყოს მოკლე ან გრძელი. შეგიძლიათ შეუხამოთ ლეგინსი და ვიწრო შარვალიც კი.ასეთია მოდის ტენდენციები.


ფეხსაცმელს რაც შეეხება, ის სიტუაციის შესაფერისი უნდა იყოს. ასეთ კაბას ქუსლიანი ფეხსაცმელიც უხდება და სპორტულიც.

imageimage

2.მიდი და მაქსი ფარანი სახელოებით

ასეთი სახელოები გარეგნობას უფრო რომანტიულს ხდის. უმჯობესია, თუ ასეთი კაბა ერთი ფერის, სქელი და ხარისხიანი ქსოვილისგან იქნება შეკერილი. ქამარიც მოუხდება.

ასეთ კაბას წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი და “კლატჩის" ტიპის ჩანთა უხდება. არაა აუცილებელი ფერი შეუხამოთ.imageimage

3.კაბა ამერიკული პრერიების სტილში

ასეთი სტილის კაბა საინტერესო ტრენდია. ის საკმაოდ გრძელია, არ აქვს ღია დეკოლტე, მსუბუქი და სადაა, პლაჟის კაბასავით. შეკერილია ბამბის ქსოვილისგან, რომელიც ზაფხულისთვის იდეალურია.

ცხელ ამინდებში სანდლები და პლაჟის დიდი ჩანთა საუკეთესო აქსესუარებია ასეთი კაბისთვის. გრილ ამინდებში კი უხეში “ბათინკები" და ტყავის ქურთუკი-მომგებიანი ვარიანტია.

image

4.ასიმეტრიული კაბა

ასიმეტრიული კაბები ისევ მოდაშია ამ ზაფხულს, თანაც, ნებისმიერი ფასონის, როგორც თავისუფალი, ისე მომდგარი.

imageასეთ კაბებს თასმებიანი სანდლები ან ქსოვილისგან დამზადებული ფეხსაცმელები უხდება.

image

0
209
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0