x
მჟავეა
ჯოკონდას შედევრი ერთ-ერთი ცნობილი ტილოა მსოფლიო სახვითი ხელოვნების ისტორიაში, რომლის ორიგინალი სურათი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მდებარე ლუვრის მუზეუმში დაცული ექსპონატია და კაცობრიობის ისტორიაში მსგავსი პოპულარობა თვით ლეონარდოსაც არ მოუპოვებია, რომლის ნამუშევრის მოტივზეც უამრავი არტიდეა იქმნება, მაგრამ ახლა თქვენის ნებართვით თემას გადავუხვევ და ტრადიციული იაპონური კერძის რეცეპტს გაგაცნობთ, რომლის მომზადებაც სახლის პირობებშიც მარტივად შეგიძლიათ და იმ ქართველი მწერალივით არ დაგჭირდებათ ნერწყვმორეული, რომ სხვის სადილზე აქცენტს აკეთებდეთ და მსგავსი აქტუალურობით კი დეფექტ დემოკრატიას თავისი შეფუთული ნეხვით არ განიხილავდე მწვავედ და საზოგადოებას საჯაროდ ბილწსიტყვაობასაც აჩვევდე.კლასიკური სუში გამომშრალ ნორში(ზღვის მცენარეა) გადახვეული მოხარშული ძმრიანი ბრინჯია, რომელიც გემოვნების მიხედვით სხვადასხვა სახის ზღვის პროდუქტებისა და ბოსტნეულის შიგთავსით იკაზმება.საკუთრივ სალმონესა და ავოკადოს პროდუქტით დამზადებულ რეცეპტს ვანიჭებ უპირატესობას და უფრო მესიამოვნებოდა, რომ ამ იდეის ჩანაფიქრში მონასუში მწვანეთვალება ყოფილიყო ნარინჯისფერი პომადით.

პ.ს. მინი პორციისთვის დაგჭირდებათ ერთი ავოკადო, სალმონეს ფილე 250 გრ, ნორის რამდენიმე დაფასოებული ფურცელი და 200 გრ მოხარშული სასალათე ბრინჯი მწიკვ მარილთან ერთად, რომელსაც გემოვნებით კულინარიულ ძმართან შეაზავებთ.მასას გამომშრალ ფოთოლში კოხტად რულეტისებურად გადაახვევთ და თქვენთვის სასურველი ზომის ფორმით დაჭრით სათუთად და მიირთმევთ გემრიელად.


ჯორჯიანა

28.05.2019


ფოტო:- და ვინჩი ექსპერიენსის ფბგვერდიდან

მონასუში

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0