x
მეტი
  • 25.08.2019
  • სტატია:93880
  • ვიდეო:342249
  • სურათი:456163
მუმბაიდან დუბაიში - საოცარი მოგზაურობა მატარებლით და თან წყლის ქვეშ?

ტექნოლოგიები ყოველდღე უფრო და უფრო მიიწევს წინ. უახლესი განვითარებული ტექნოლოგიების წყალობით გადაადგილება ბევრად უფრო მარტივი ხდება, ვიდრე ადრეულ წარსულში. გადაადგილების ერთ-ერთი ტექნოლოგიური მოწყობილობა ზუსტადაც, რომ მატარებელია, რომელსაც მსოფლიო მაშტაბით მილიარდობით ადამიანი იყენებს. მეტიც, მსოფლიოს 27 ქვეყანაში მატარებელი დასახელებულია, როგორც ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი მთელ მსოფლიოში. ახალი ტიპის მატარებლები ჩინეთის და იაპონიის შემდეგ, აქტიურად განიხილება გაერთიანებულ არაბთა საემირობსა და ინდოეთშიც. უახლესი ტექნოლოგიების წყალობით, ახლო მომავალში იგეგმება მუმბაი - დუბაის რეისი, რომელიც წყლის ქვეშ განხორციელდება. ეს იქნება პირველი სარგინიგზო მაგისტრალი მთელ მსოფლიოში, რომელიც ორ დიდ ქალაქს ერთმანეთთან წყლისქვეშა სადგურების საშუალებით დააკავშირებს.


image





ნაგულისხმევი სარკინიგზო მაგისტრალი, 2025 წლისთვის იგეგმება. ორივე ქვეყანა მზადაა დიდი მეგობრული ნაბიჯისთვის. ახალი წყლისქვეშა მატარებლის საშუალებით, შესაძლებელი იქნება ნავთობის და დასალევი წყლის გადაზიდვა. ემირატებიდან ინდოეთში ტონობით ნავთობის, ხოლო ინდოეთიდან ემირატებში წყლის გადაზიდვა განხორციელდება. აღნიშნული პროექტის თანახმად, მაგისტრალის სიგრძე 2000 კილომეტრი იქნება, მატარებლის სიჩქარე 400 კმ/სთ -მდე მიაღწევს, თუმცა ეს უკანასკნელი ჯერ დადასტურებული არააა.


image





დუბაი -მუმბაის პროექტი არ არის პირველი და უკანასკნელი. აქამდე მსგავსი პროექტის შესახებ საუბარი იყო ჩინეთი-ციმბირი-ალასკას წყალქვეშა სარკინიგზო მაგისტრალის შესახებაც, თუმცა დროებით გადაიდო, რადგან ჩინელებს პირდაპირ ოკეანიდან სურთ ქსელის გაბმა, რაც ძალიან რთულ საქმეს წარმოადგენს.


image




ჩინეთი -რუსეთი - აშშ -ს ხაზი დაახლოებით 13 000 კილომეტრი იქნება. ამჟამად მსოფლიოს ყველაზე გრძელი სარკინიგზო ხაზი ციმბირის რკინიგზაა, რომელიც მხოლოდ 9 289 მეტრია. რუსი პროფესიონალი ინჟინერის განცახდებით, ბერინგის სრუტიდან გასასვლელად საჭიროა 2000 კილომეტრიანი გვირაბის გათხრა, რომელიც ალასკას და ციმბირს გააერთიანებს.


თუ მოხერხდა პროექტის რეალიზაცია, მაშინ წყალქვეშა მატარებელი ბეიჯინგიდან ალასკამდე, საათში 350 კილომეტრის სისწრაფით გაემგზავრება და 2 საათში დანიშნულების ადგილზე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი აქტიურად განიხილავს ამ საკითხს, ჯერ ჯერობით აშშ, კანადა და რუსეთი თანადგომას არ უცხადებს.

image






როგორც ცნობილია, ჩინეთი სარკინიგზო მაგისტრალებს ბოლო წლებში ძალინ დიდ დროს უთმობს და საკმაოდ ბევრ თანხას გამოყოფს ბიუჯეტიდან. ბოლო ინფორმაციით ჩინეთი პირდაპირ გერმანიასთან სარკინიგზო კავშირისთვის ემზადება და ამისთვის მოლაპარაკებებს გადის უზბეკეთთან, ირანთან, თურქმენეთთან და თურქეთთან.


image












სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი




აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!
























<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>



მეცნიერების პასუხი - როგორი იქნება კაცობრიობის მომავალი 1000 წლის შემდეგ?

image



რა ხდება დედამიწაზე მხოლოდ ერთ წამში?

image



4 ადგილი დედამიწაზე, სადაც კაციშვილს ფეხი არ დაუდგამს! (II ნაწილი)

image



აფრიკელმა მამაკაცმა ძველი საბურავების გამოყენებით სიმდიდრე მოიპოვა!

image




ციყვი ყოველდღე ფანჯარას უკაკუნებდა... ხოლო საოცრება 8 წლის შემდეგ მოხდა...

image



მეცნიერულად აუხსნელი, 6 დაუჯერებელი ადგილი ჩვენს პლანეტაზე!

image

5 ყველაზე უცნაური ქალაქი, სადაც ადამიანები ჩვეულებრივ ცხოვრობენ

image



6 რამ, რასაც ყოველდღე არასწორად აკეთებთ!

image



0
1953
3-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
1953
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0