x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
იყო ფრინველი, გახდა ხილი - კივის თავგადასავალი

სიტყვა კივის გაგონებაზე ალბათ ყველას თვალწინ გვიდგას გემრიელი, წვნიანი და ძალიან სასარგებლო ხილი ბუსუსებიანი კანითა და მწვანე რბილობით, თუმცა არცთუ ისე ბევრმა იცის, რომ ეს სახელი ფაუნის ეგზოტიკურ წარმომადგენელს, ფრინველსაც ჰქვია.



image


მაინც რა აქვს საერთო ამ ერთნაირ, მაგრამ მნიშვნელობით ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებულ ორ სიტყვას?



imageimage


ფრინველი კივი ახალი ზელანდიის სიამაყეა, ამიტომ, როცა ამ ქვეყნის ბოტანიკოსებმა ხილის ახალი სახეობა გამოიყვანეს და მისი გაყიდვა დაიწყეს, მას სახელი გადაარქვეს და "ჩინური ძახველის'' (ჩინურად- მიხუტაო) მაგივრად უყოყმანოდ უწოდეს იმ ფრინველის სახელი, რომელიც მათი სამშობლოს სიმბოლოს წარმოადგენდა. ყურადსაღებია ისიც, რომ კივის ნაყოფი ძალიან ჰგავს მძინარე მდგომარეობაში მყოფ ფრინველ კივის, რომელიც ახალზელანდიელებს ასე ძალიან უყვართ და უფრთხილდებიან. ფლორისა და ფაუნის ამ ორი წარმომადგენლის მსგავსებაზე მიუთითებს აგრეთვე ამ გასაოცარი ფრინველის ხმა - ის გამოსცემს ხმებს, რომელშიც ისმის სიტყვები:"კი-ვი, კი-ვი"...


image


კივი – პატარა ფრთებიანი მომცრო ზომის ფრინველია, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს მისი სეხნია ხილის ბუსუსებიან კანს. ეს უნიკალური ჩიტი მხოლოდ ახალ ზელანდიაში ცხოვრბს. ახლაზელანდიელები ამ ფაქტით ისე ამაყობენ, რომ ფრინველი კივი მათი ქვეყნის ემბლემაზეც კია გამოსახული. უფრო მეტიც, აქაურ მოსახლეობას მეორენაირად კივის ეძახიან, თუმცა ახალზელანდიელებს ეს სულაც არ სწყინთ.


image


გარეგნული იერი ამ უნიკალური ფრინველისა მეტად თავისებურია: ნაცრისფერი ბუმბულით დაფარული პატარა მომრგვალო ფორმის სხეული;კივის არ აქვს კუდი, მაგრამ მას აქვს ძლიერი ოთხფალანგიანი ფეხები და გრძელი ნისკარტი. ფრინველი ღამეულ ცხოვრებას ეწევა და ცდილობს დასახლდეს მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ადამიანს ფეხი არ დაუდგამს და სადაც მას ნაკლები მტერი ჰყავს. დღისით კივი ხის ფუღუროებში ან სოროში იმალება.





ფრინველის რაციონი მეტად მწირია: ის მიირთმევს მიწის ჭიებს, მწერებს, ასევე კენკრასა და სხვა მცენარეების ნაყოფს. კივი არ გამოირჩევა კარგი მხედველობით, თუმცა სამაგიეროდ, მას შესანიშნავი ყნოსვა აქვს, რაც ეხმარება იმაში, რომ საკვების სუნი დიდი მანძილიდან იგრძნოს.

კივი მონოგამიურია:ის ირჩევს ერთადერთ მეწყვილეს და მასთან ერთად ზრდის შთამომავლობას. ისინი ერთად აშენებენ ბუდეს, თუმცა ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

რაც შეეხება მცენარე კივის, ის ბევრი ჩვენგანისათვის კარგადაა ნაცნობი, რადგან ეს გემრიელი და იოდით სავსე ხილი საქართველოშიც მოჰყავთ.



image



კივის ისტორია სამხრეთ ჩინეთში ჩენგ კიანგის მინდორზე დაიწყო. ეს ხილი ჩინეთის მეფეებისთვისაც კი დელიკატესი იყო. თუმცა თანამედროვე კივისაგან ის დიდად განსხვავდებოდა და გაცილებით წვრილი, კენკრისმაგვარი ნაყოფი ჰქონდა. პირველად ეს უცხო ხილი ბრიტანელებმა იგემეს, რის შემდეგაც მის შესახებ ხმა შორს გავარდა, თუმცა მათ მხოლოდ 1847 წელს მოახერხეს სამშობლოში კივის თესლის წაღება (ჩინელები საგულდაგულოდ უფრთხილდებოდნენ ამ მცენარეს და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მის საზღვარგარეთ გატანას), თუმცა კივის ხემ ბრიტანეთში ვერ გაიხარა, რადგან იქაურმა კლიმატმა არ შეუწყო ხელი-კივის სიცივის ეშინია და თბილი და ნოტიო ჰავა უყვარს. 1904 წელს ამერიკელებმა მოახერხეს კივის ბუჩქის წაღება თავიანთ სამშობლოში, 1906 წელს კი ახალზელანდიელებმა ამ მცენარის თესლი მოიპოვეს. აღმოჩნდა, რომ ახალ ზელანდიაში კივმა ყველაზე კარგად იხარა და სწორედ ამ ქვეყანაში მოხერხდა მისი გამრავლება. ახალზელანდიელებმა სელექციით 30 წელიწადში ჩინეთიდან ჩატანილზე გაცილებით დიდი ნაყოფი მიიღეს-ზუსტად ისეთი, როგორიც გვაქვს დღეს.



image



დღესდღეობით ახალი ზელანდია კივის ყველაზე დიდი ექსპორტიორია, თუმცა ამ მცენარის მოსავალი თანამედროვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოჰყავთ.


0
210
5-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0