x
image
ნატაშა
თავშესაფარი-უსასრულო მოლოდინი

.... არ ვიცი როგორ უნდა დამეწყო წერა და დავსვი 3 წერტილი... სათქმელი ძალიან ბევრი მაქვს, უამრავი აზრი იდეა სიტყვა ირევა ჩემ ცნობიერებაში და ვცდილობ როგორმე ეს აზრები ადეკვატურად და კულტურულად დავალაგო...

დღეს მე მინდა ცხოველთა თავშესაფრებზე მოგიყვეთ.. მოგიყვეთ იმ პატარა საყვარელ არსებებზე რომლებიც ყოველ დღე ელიან მომავალ პატრონებს, ელიან უსასრულოდ, დიდი იმედით, სიცოცხლის ბოლომდე... თუმცა ძალიან იშვიათად თუ ესწრებიან იმ დღეს როდესაც თავშესაფრის გალიებიდან, თბილ სახლში მოხვდებიან თბილ პატრონებთან ერთად... ელიან ადამიანებს მიუხედავად იმისა რომ ზუსტად ადამიანების გამო არიან ასეთ დღეში, პატიობენ ყველაფერს გულგრილობას, უყურადღებობას, სისასტიკეს, არაადამიანობას... მზრუნველი იმედით სავსე თვალები ყოველ მომსვლელს ყურადღებით ათვალიერებენ, თბილად ხვდებიან და ფიქრობენ რომ ეს ისაა, რომ მოვიდა, წაიყვანს, ეხლა მაინც იქნება ბედნიერი.. მერე?/ მერე რა ხდება? მერე ადამიანი მიდის, ცოტა ხნის სევდიანი თვალები და მერე ისევ მოლოდინი.. და ყველაფერი ისევ ისე თავიდან იწყება და ესე უსასრულოდ...

imageimageimageimageimageimageimageimageimageimage







1
18
2-ს მოსწონს
ავტორი:ნატაშა
ნატაშა
18
  
0 1 1