x
მეტი
  • 17.06.2019
  • სტატია:91248
  • ვიდეო:340857
  • სურათი:453224
სახალისო ისტორიები, რომლებიც მწერლებს გადახდათ თავს.

image

დანიელი მწერალი-მეზღაპრე ქრისტიან ანდერსენი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა თავის ჩაცმულობას. მწერლის გაცვეთილ პლაშს და შლაპას მთელი კოპენჰაგენი იცნობდა.

ერთხელ, როცა ანდერსენი კოპენჰაგენის გაკრიალებულ ქუჩებში სეირნობდა, ერთმა გამვლელმა ჰკითხა:

– უკაცრავად, ამ საცოდავ საგანს თქვენს თავზე თქვენ შლაპას ეძახით?

ანდერსენი არ დაიბნა და მშვიდად შეუბრუნა კითხვა:

– როგორ, ამ საცოდავ საგანს, თქვენი შლაპა რომ ახურავს, თქვენ თავს უწოდებთ?

image

ერთხელ მარკ ტვენმა რედაქციაში ანონიმური წერილი მიიღო. წერილში ერთადერთი სიტყვა ეწერა: “ღორი”. მეორე დღეს მარკ ტვენმა საკუთარ გაზეთში პასუხი გამოაქვეყნა

– წესისამებრ, ხელმოწერილ წერილებს მიგზავნიან, გუშინ კი მივიღე ავტორის ხელმოწერა წერილის გარეშე.
image
ერთხელ, ბერნარდ შოუს ენამახვილობით გაცხარებული ერთი ქალბატონი მოურიდებლად მიეჭრა და უთხრა:
– თქვენ რომ ჩემი მეუღლე ყოფილიყავით, თავს ვერ შევიკავებდი და ჩაიში საწამლავს ჩაგიყრიდით!
– გარწმუნებთ, ქალბატონო, თქვენ რომ ყოფილიყავით ჩემი მეუღლე, იმ ჩაის აუცილებლად დავლევდი!–წყნარად უპასუხა მწერალმა.”
ბერნარდ შოუ აღნაგობით ძალიან გამხდარი იყო. ერთხელ, თავის ნაცნობს შეხვდა რომელიც ძალიან მსუქანი იყო.
- ბატონო შოუ, თქვენ რომ გიყურებთ მგონია, რომ ინგლისში შიმშილია - წაკბინა მსუქანა.
- თქვენი გარეგნობა კი მაფიქრებინებს, რომ ამაში დამნაშავე თქვენ ხართ. - უპასუხა დრამატურგმა.
ერთხელ, ბერნარდ შოუს წამოსცდა ფრაზა, რომ ყველა ქალი იყიდება. ამ სიტყვებმა მალევე მიაღწია ბრიტანეთის დედოფლის ყურამდე, რომელმაც პირველივე შეხვედრისას ჰკითხა მწერალს:
–სერ, თქვენ მართლაც ფიქრობთ, რომ ყველა იყიდება?
–დიახ, ჩემო დედოფალო.
–მეც? –გაიოცა დედოფალმა.
–თქვენც…–უპასუხა შოუმ.
–როგორ ფიქრობთ, მაინც რამდენი ვღირვარ?
–10 000 ფუნტი სტერლინგი! – ჩვეული სიმტკიცით უპასუხა დრამატურგმა.
–ნუთუ ასე იაფი?–გაიოცა დედოფალმა.
–აი, ხომ ხედავთ, ჩემო დედოფალო, უკვე მევაჭრებით. – გაეღიმა შოუს.
– რამდენი შემოსავალი დაგაკმაყოფილებდათ, რომ თავი ბედნიერად გეგრძნოთ? – ჰკითხეს ბერნარდ შოუს.
– იმდენი, რამდენიცა მაქვს ჩემი მეზობლების აზრით, – უპასუხა ბერნარდმა.
image

ერთმა მეცნიერმა სოკრატეს ჰკითხა: როგორ უნდა განვიკურნოთ ერთი ნახვით შეყვარებისაგანო.
– საჭიროა, ყურადღებით შეხედოთ მეორედ! – უპასუხა ფილოსოფოსმა
image
ერთხელ ილიას უთხრეს: თქვენ მუდამ აქებთ აკაკის, ის კი მუდამ გაძაგებთ და რა ხდება, გაგვარკვიეთო. ილიამ მშვიდად უპასუხა:
–“ალბათ, ორივენი ვცდებით…”
image
თავის დროზე ერთი პოეტი გადაჰკიდებია გალაკტიონს – ყველა შეხვედრისას ეკითხებოდა:
– იცით, რომ ილია ჭავჭავაძეს მამსგავსებენ?
– კი, ჰგავხარ. – დაუდასტურა გალაკტიონმა.
– რით ვგავარ?
– სიმაღლით.
– კიდევ?
– სიგანით, წვერ-ულვაშით.
– ახლა ის მითხარით, – მაინც რა მაკლია ილიამდე?
გალაკტიონმა ვეღარ მოითმინა და შესძახა:
– ტყვია შუბლში.
image

კინოსტუდიაში უცხოელი სტუმრები არიან ჩამოსული. რეზო ჩხეიძე "დონ კიხოტს" იღებს. ერთ-ერთ უცხოელ რეჟისორს შეუთავაზებია, ერთობლივად ხომ არ გადაგვეღო "ვეფხისტყაოსანიო": თინათინს ითამაშებს ოდრი ჰეფბერნი, ნესტან-დარეჯანს - სოფი ლორენი, ტარიელს - ლოურენს ოლივიე, ავთანდილს - პიტერ ოტული და ასე ჩასულა ფატმანამდე...

ვიღაცას უკმაყოფილება გამოუთქვამს:

- რაღა ერთობლივი ფილმია, თუ მხოლოდ უცხოელები ითამაშებენ. ჩვენ, ქართველებმა, ვინღა ვითამაშოთო?!

- როგორ თუ ვინ? ამდენ ქაჯებს თამაში არ უნდა? - ჩაერთო საუბარში ნოდარ დუმბაძე.

4
551
8-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო ჩიტაია
სოფიო ჩიტაია
551
  
23 მაისი, 22:41
მდააა, ასეთ აგრესიას არ ველოდი.... შენიშვნა არ იყო ეს, მეგობრული რჩევა იყო. პირადში ვერ მოგწერდით, რადგან მეგობრებში არ მყავხართ. უკაცრავად, თუ გაგანაწყენეთ. ამ საიტზე 5 წელი ვარ და რეიტინგები არ მიკვირს ნამდვილად. :)
23 მაისი, 21:39
სოფიო შესწორება აქ მიღებულია და საწყენი ამაში არაფერია, არც თქვენი სტატიის რეიტინგზე ექნება ვინმეს ალერგია დამიჯერეთ. :)
23 მაისი, 20:56
შეგეძლოთ შენიშვნა პირადში მოგეწერთ. არ მინდოდა ჩემი სტატიის რეიტინგს ვინმე გაეღიზიანებინა:)
23 მაისი, 18:18
სათაურის მერე წერტილი არ უნდა..გაითვალისწინეთ!
0 1 4