x
მეტი
  • 21.08.2019
  • სტატია:93713
  • ვიდეო:342177
  • სურათი:455927
5 ფაქტორი, როგორ ავარჩიოთ სწორად ჩანთა?

ჩაცმა-დახურვის საკითხი კაცობრიობის მანძილზე მუდამ იყო აქტუალური. ქალებმა უხსოვარი დროიდან იცოდნენ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვდა და მზად იყვნენ გაერისკათ. ყოველთვის არსებობდნენ სტილისტები, დიზაინერები და მკერავები, რომლებიც ამ საკითხს სეზონის მიხედვით უზრუნველყოფდნენ დახვეწილი და თანამედროვე "შტრიხებით".



image


არსებობს 12 უნივერსალური სამოსი, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან და ის ყველა ქალის კარადაში აუცილებლად უნდა იყოს. ესენია: ჯინსი, ქუსლიანი ფეხსაცმელი, ტყავის შავი ქურთუკი, ქვედაბოლო- ფანქარი, თეთრი პერანგი (სარუჩკა), პიჯაკი, გრძელი ქვედაბოლო, როლინგი, მაღალყელიანი ჩექმა, კარდიგანი, ტრენჩი (პლაში) და რაღა თქმა უნდა შავი კაბა. მაგრამ, რაც არ უნდა მოირგოთ, კარგი ფეხსაცმელის გარეშე, თქვენი ზრუნვა ფუჭეა, რადგან ეს იგივეა, რაც გქონდეთ კარგად მოწყობილი სახლი ფარდების გარეშე. თუმცა, ლამაზი ჩანთის გარეშეც თითქოს ჩვენს ვიზუალს რაღაც აკლია.


ჩანთა, ქალის აქსესუარებს შორის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. სტილისტები მუდმივად აქცევენ ყურადღებას იმას, თუ სად უნდა შეინახოთ თქვენი პარფიუმერია და საფულე, რომელიც დახვეწილიც იქნება და კომფორტულიც.


2019 წელს ყველაზე აქტუალურია ქამარი, მხრის და ზურგის ჩანთები, რომლებიც ხელში ჭერას არ მოითხოვს და თქვენს გადაადგილებას უფრო პრაქტიკულს გახდის. მუდმივი კლასიკა, ნათელი ფერები, შავისა და ყავისფერის აქტუალიზმი- აი რა არის წელს მოდური. თუმცა, ჩანთის ყიდვის დროს არის გასათვალისწინებელი 5 ფაქტორი, რომლის ცოდნის წყალობით შეძლებთ უფრო კომფორტული, მოდური და შედარებით ხარისხიანი ჩანთა აარჩიოთ.



5 ფაქტორი, როგორ ავარჩიოთ ჩანთა სწორად?




1. ცუდი სუნი და მატერიალი. image


როდესაც საქმე ცუდად დამუშავებულ ტყავთან ან მის შემცვლელთან გვაქვს, ყურადღება მიაქციეთ მის სუნს. თუ მას საშინელი სუნი სდის, ეს ფაქტორი მიუთითებს, რომ ძალიან უხარისხოა და დიდხანს არ გიმეგზურებთ.





2. ცუდი ფურნიტურა. image


რაც უფრო დიდი და ფართეა ჩანთის ფურნიტურა, მით მალე გაფუჭდება ის, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩანთის ფურნიტურა იყოს ნაკლები ზომის. ხარისხიან ჩანთებზეც კი ის ყველაზე მალე ფუჭდება.





3. ცუდი ბალთები. image


აუცილებლად უნდა მიექცეს დიდი ყურადღება ჩანთის შესაკრავებს - ელვას, ბალთას, ღილებს, მაგნიტს თუ წებოვან "ხრიწს". თუ შეკვრის დროს ელვაშესაკრავი სარჩულს ედება, მაშინვე თქვით უარი ასეთ ჩანთაზე, ის ძალიან უხარისხოდაა შეკერილი. ასევე უარი თქვით ჩანთებზე, რომლის შესაკრავები ძნელად იხსნება და იკეტება, რადგან ის დიდი ხნით ვერ გიმეგზურებთ.





4. ცუდი ნაკერი. image

ცუდად გაკეთებული ნაკერი - გარშემო კანტი იქნება, საჭირო ნაკერი თუ კერვის დროს დაშვებული შეცდომა და გამოშვერილი ძაფები, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ჩანთა ძალიან უხარისხოდაა შეკერილი.






5. ცუდი ფორმა. image

ყურადღება მიაქციეთ ჩანთის მყარ დგომას და მის ფორმას. გამყიდველები ხშირად გამოტენიან ჩანთას ათასი ქაღალდითა თუ "ცელოფნით, რომ დგომა შეუნარჩუნონ. სინამდვილეში, ეს უცნაური შიგთავსი აძლევს მას ფორმას, ხოლო თუ გამოვათავისუფლებთ და ისე ვნახავთ, მივხდებით, რომ ის არც თუ ისე მყარია და ტომარასავით მოიჩვარა. ხარისხიანი ჩანთა ცარიელ მდგომარეობაშიც არ უნდა კარგავდეს ფორმას.





იხილეთ აგრეთვე:



2019 წლის ყველაზე მოდური ჩანთებიimage


0
430
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
430
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0