სხვა 9 მაგალითი,თუ როგორ ხედავენ ადამიანები სხვადასხვა დაავადების დროს 2019, 12 მაისი, 14:23
ჩვენ გვგონია, რომ გარშემო ყველა ერთნაირად აღვიქვამთ ყველაფერს, სინამდვილეში ეს ასე არაა. ადამიანის ტვინს თავად შეუძლია დეჟავიუს ეფექტი შექმნას და თანაც, გარემომცველი სამყაროს აღქმის შეცვლა სხვადასხვა ფაქტორებმაც შეიძლება გამოიწვიოს.
წარმოგიდგენთ ამის თვალსაჩინო მაგალითებს:
ინსულტი სწორედ ასე ხედავს ადამიანი გარშემომყოფ საგნებს ინსულტის შემდეგ. თითქოს ყველაფერი ნაცნობია და ამავდროულად ვერაფრის ამოცნობას ვერ ახერხებთ. პროზოპაგნოზია პროზოპაგნოზია სახის აღქმის დარღვევაა, როცა სახით ადამიანის ამოცნობის უნარი დარღვეულია. ასტიგმატიზმი სწორედ ასე ხედავენ ასტიგმატიზმით დაავადებული ადამიანები, როგორც ეს მარცხენა სურათზეა ნაჩვენები. ეს მხედველობის დარღვევაა, როდესაც მხედველობის მკაფიოობა იკარგება. აკინეტოფსია აკინეტოფსია ნეიროფსიქოლოგიური დარღვევაა, როცა მოძრაობის აღქმის დარღვევა ხდება. მოძრავ ობიექტს ადამიანი კადრების ცვლად აღიქვამს, რომლებიც გადღაბნილ კვალს ტოვებენ. ძალიან სწრაფ მოძრაობებს კი საერთოდ ვერ აღიქვამს. ალისას სინდრომი ამ სინდრომის დროს საგნების ფორმების, მათი ზომების აღქმა შეცვლილია. კაპგრას სინდრომი ამ სინდრომის დროს ადამიანი თვლის, რომ თავად ის ან მისი რომელიმე ახლობელი ორეულმა შეცვალა. ამტკიცებს, რომ ცუდი საქციელი არა მან, არამედ მისმა ორეულმა ჩაიდინა. სინესთეზია ამ სინდრომის დროს სხვადასხვა სენსორული სისტემები ერთმანეთს უკავშირდება და ერთი მათგანის გაღიზიანებაზე მეორეც რეაგირებს. მაგალითად, ადამიანმა შეიძლება იისფერი მანქანა დაინახოს და ატმის გემო შეიგრძნოს ამავდროულად. პარეიდოლია თუ ფოტოზე ეკლესიას კი არა ფრინველს ხედავთ, თქვენ პარეიდოლია გაქვთ. ამ დროს ტვინი გამოსახულებებს სხვადასხვა ინტერპრეტაციებს აძლევს. დისლექსია სწორედ ასე ხედავს ტექსტს ის ადამიანი, რომელსაც დისლექსია სჭირს. შედეგად, ადამიანს სწავლა და წერა უჭირს. 574 1-ს მოსწონს
|