x
მეტი
  • 20.08.2019
  • სტატია:93691
  • ვიდეო:342167
  • სურათი:455881
7 ფაქტი ქართული ენის შესახებ

image


ქართული ენა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. მას აქვს საკუთარი ანბანი და დამწერლობა, რომელიც საკმაოდ განსხვავდება სხვა ქვეყნის ანბანისგან. არ არის ცნობილი ამ ანბანის შექმნის შთაგონების წყარო რომელი ქვეყნის დამწერლობა გახდა. არსებობს სხვადასხვა ისტორიული წყაროები და მოსაზრებები თითოეულზე. რატომ არის ეს ენა ასეთი უნიკალური? აქ არის რამდენიმე ფაქტი, რომელიც უნდა იცოდეთ ქართული ენის შესახებ.


ქართული დამწერლობა მეფე ფარნავაზმა შექმნა


ქართველი მეცნიერების თქმით, მეფე ფარნავაზმა შექმნა ქართული დამწერლობა. მისი მეფობის ზუსტი თარიღები არ არის ცნობილი, მაგრამ უახლესი წყაროების მიხედვით იგი მესამე საუკუნეში მართავდა ქვეყანას, ბევრი მეცნიერი ამ პერიოდს განიხილავს როგორც ქართული ანბანის დაბადებას.


ქართული დამწელობა შედგება სამი ისტორიული სახისაგან


დროთა განმავლობაში ქართულმა ანბანმა განიცადა სახეცვლივება და სამი ეტაპი გაიარა - ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. თითოეულ მათგანს თავისი გრაფიკული დამახასიათებელი სტილი აქვს, მაგრამ ასოთა მოხაზულობათა ცვალებადობის თვალსაზრისით ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლო მხედრული - ნუსხურისა. მხედრულს დღეს ვიყენებთ, რომელიც შედგება 33 ასობგერისგან.


ქართული ენა არ არის რთული სასწავლი


სტერეოტიპი, რომელიც ქართულ ენაზე არის გავრცელებული არის ის რომ ძალიან რთულია სწავლა, ალბათ მისი უნიკალურობიდან გამომდინარე ამბობენ ამას. სინამდვილეში კი მარტივია მისი სწავლა, მხოლოდ ზმნის სისტემის სწავლა არის რთული.


მხოლოდ ოთხი მილიონი ადამიანი ლაპარაკობს ქართულად


ქართულად მხოლოდ საქართველოში მცხოვრები ადამიანები საუბრობენ, რომელთათვისაც პირველადი ან მეორეული ენაა, ეს კი დაახლოებით 4 მილიონი ადამიანია.


საქართველოში არსებობს სამი სხვა ენა


ქართულ ენაში მინიმუმ 18 დიალექტია. ეს დიალექტები კვლავაც ინარჩუნებს თავის უნიკალურ ფუნქციებს, მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკისა და ფონოლოგიის შესახებ და ერთმანეთის მსგავსია. გარდა ამისა, ქვეყანაში არსებობს სამი სხვა ენა, მეგრული, სვანური და ლაზური. ეს ენები გავრცელებულია საქართველოს დასავლეთ ნაწილში.


საიდან წარმოსდგება სიტყვა "გამარჯობა"?


სტანდარტული მისალმება ანუ "გამარჯობა" ნიშნავს გამარჯვებას და ასახავს ქვეყნის რთული წარსულის დაძლევას და ომების რთულ წარსულს.


გვარის მიხედვით შეგიძლიათ თქვათ ადამიანი რომელი კუთხიდან არის წარმოშობით


საქართველოს ოჯახების გვარები ღრმად უკავშირდება საქართველოს რეგიონებს და ამიტომ ადამიანის წარმოშობა მარტივად არის მისახვედრი.







1
190
1-ს მოსწონს
ავტორი:გოგონა გაზაფხულიდან
გოგონა გაზაფხულიდან
190
  
14 მაისი, 13:32
ფარნავაზს არ შეუქმნია დამწერლობა. ამ თემას აღარავინ იზიარებს გასაგები მიზეზების გამო. ბევრად არდე შეიქმნა ქართული დამწერლობა. ფარნავაზმა ხელახლიდან განავრცო ქართული მწიგნობრობა.
0 1 1