ვარსკვლავები პოპულარული ბრაზილიელი მოდელი ძაღლების გადარჩენის მცდელობის დროს წყალში დაიხრჩო 2019, 9 მაისი, 15:18 პოპულარული მოდელი და ტელეწამყვანი, ბრაზილიელი კეროლაინ ბიტენკურტი წყალში გადახტა, რომ თავის ორი ძაღლი გადაერჩინა და დაიხრჩო, მისი გვამი მაშველებმა სანაპიროსთან იპოვეს, იუწყება Daily Mail. 37 წლის ლამაზმანი ტელევიზიაში მუშაობდა და ამასთანვე მონაწილეობდა ფოტოსესიებში, რომელიც მოდურ ჟურნალებში ქვეყნდებოდა. როგორც მისი მეუღლე ჟორჟე სესტინი ჰყვება, ტრაგედიის დღეს ისინი იახტით სეირნობდნენ, რა დროსაც ქარიშხალი ამოვარდა, რაღაც მომენტში მათი ორი ძაღლი, რომელიც თან იახტაზე ჰყავდათ, წყალში გადაცვივდნენ. კაროლინ ბიტენკურტი მაშინვე წყალში გადახტა და შეეცედა ძაღლების გადარჩენას, თუმცა თვითონაც სტიქიის ტყვეობაში აღმოჩნდა, როცა ქმარმა შეატყო, რომ კაროლინსაც დახმარება სჭირდებოდა თვითონაც წყალში გადაეშვა, თუმცა ქმარმა მისი პოვნა ვეღარ შეძლო. ამასობაში ჟორჟ სესტინს იახტაც გაუქრა თვალსაწიერიდან, ამის შემდეგ მამაკაცს სამი საათი მოუწია ცურვამ, რომ როგორმე ნაპირთან მიეღწია, იგი მაშველებმა იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშველები გაეშურნენ ქალის საძებნელად და მისი გვამი იპოვეს ტრაგედიის ადგილიდან 15 მილის მოშორებით სიგარისის პლაჟთან. მოგვიანებით კეროლაინის მამამ უარყო, რომ მისი ქალიშვილი ძაღლების გადასარჩენად გადახტა წყალში, იგი ამბობს, რომ მისი ქალიშვილი ძლიერმა ტალღამ გადაისროლა ზღვაში. კეროლაინ ბიტენკურტის კარიერა 1997 წელს იტალიაში იწყება, იგი თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ დიზაინერებთან, როგორებიცაა ვალენტინო გარავანი და რობერტო კავალი, მუშაობდა RedeTV! -ში, მიყავდა გადაცემა Top Report და RecordTV-ში Hoje em Dia . კეროლაინ ბიტენკურტს დარჩა 17 წლის ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან. 201 5-ს მოსწონს
|