x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
მეცნიერება ძველ ინდოეთში

ინდოეთი

უძველეს ცივილიზაციებში მეცნიერული ცოდნა პრაქტიკული მოთხოვნილებების პარალელურად ვითარდებოდა, რამაც განაპირობა მათემატიკური, ასტრონომიული თუ სამედიცინო ცოდნის დაგროვება და პრაქტიკაში დანერგვა. ინდოეთის უძველეს ცივილიზაციაში სხვადასხვა მეცნიერება წარმოიშვა. მაგალითად, საირიგაციო მიწათმოქმედების განვითარებამ საფუძველი ჩაუყარა ასტრონომიულ ცოდნას. შეიქმნა ინდური კალენდარი. აღნიშნულ კალენდარში წელი დაყოფილი იყო 12 ოცდაათდღიან თვედ, ხოლო ყოველ მეხუთე წელს ემატებოდა მეცამეტე თვე.

ძველმა ინდოელებმა განავითარეს მათემატიკური ცოდნა. რამდენადაც ცნობილია, ჯერ კიდევ ჰარაპას კულტურის არსებობის დროს შეიქმნა ათწილადი სისტემა. ძველ ინდოეთში შემოიღეს ციფრები, რომელიც შემდგომ დასავლეთ აზიის ხალხებში გავრცელდა, აქედან კი ევროპელებმა გადაიღეს. დღესდღეობით ციფრების დამწერლობის ამ სისტემა “არაბულს“ ვუწოდებთ, თუმცა თვით არაბები მათ “ინდურ ციფრებს“ უწოდებდნენ. ძველი ინდოელი მათემატიკოსებისა და ასტრონომების ნაშრომებიდან ჩანს, რომ ინდოელებმა იმხანად კვადრატული და კუბური ფესვების გამოყვანაც იცოდნენ, ხოლო π–ს სიდიდეს განსაზღვრავდნენ როგორც 3, 1416.

image

ინდოელი მათემატიკოსი და ასტრონომი - არიაბჰატა იყო პირველი, რომელმაც განაცხადა დედამიწის სფერულობისა და მისი მზის გარშემო ბრუნვის შესახებ 1000 წლით ადრე, ვიდრე კოპერნიკი წამოაყენებდა ჰიპოთეზას ჰელიოცენტრული სისტემის არსებობასთან დაკავშირებით.

image

ინდოეთში საკმაოდ განვითარებული იყო მედიცინა. ინდოელი ჩარაკა წიგნში “ჩარაკა სამჰიტა“ ასახავს სხვადასხვა ინფექციის მკურნალობის მეთოდებს. ქირურგიის მამად წოდებული სუშრუტა კი წიგნში “სუშრუტა სამჰიტა“ გადმოგვცემს 300-ზე მეტ ქირურგიულ მეთოდსა და 125 ქირურგიულ ინსტრუმენტს. რამდენადაც ცნობილია, ძველმა ინდოელებმა იცოდნენ ანესთეზიის გამოყენება და ატარებდნენ ისეთ ოპერაციებს, როგორიცაა რინოპლასტიკა(ხდებოდა დაზიანებული ცხვირის აღდგენა).

0
174
შეფასება არ არის
ავტორი:ნუცა გულიაშვილი
ნუცა გულიაშვილი
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0