x
image
ელენე გუმა
"მაგრად მკიდია თქვენი შეფასება "მიშისტობა" -ზე! საქართველოში პრეზიდენტთან ერთად დავბრუნდები "
image


დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნუგზარ სულაშვილი საქართველოში დაბრუნებას აპირებს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.


როგორც სულაშვილის აცხადებს, ის საქართველოში ყოფილ ორეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ერთად დაბრუნდება, რათა "იმ სვავს" ხელიდან გამოგლიჯონ საკუთარი ქვეყანა.


"დია, ხ მე გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება და დავბრუნდები საქართველოს პრეზიდენტთან ერთად.



დავბრუნდები როგორც რიგითი ჯარისკაცი ყოველგვარი დივიდენდების და კარიერული პერსპექტივების გარეშე.


ზუსტად ვიცი, რომ საქართველოში ვერცერთ მაღალ თანამდებობაზე ვერ მივიღებ იმდენ შემოსავალს, რაც ამჟამად მაქვს. ვერ მივიღებ იმ სამედიცინო მომსახურებას რომელიც აუცილებლობას საჭიროებს ჩემი ჯანმრთელობის მქონე ადამიანისთვის, მაგრამ მზად ვარ დავთმო ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ დედა არღნიან სვავს, თქვენთან ერთად, ხელიდან გამოვგლიჯო ჩემი ქვეყნა.


და ისიც ვიცი ზუსტად რომ ამას მხოლოდ ის ადამიანი შესძლებს, რომელიც თქვენზე მწარედ გამიკრიტიკებია დღევანდლამდე, თუმცა არასოდეს დამიკარგავს მისთვის ის ღვაწლი რომელმაც ჩემი ქვეყანა სახელმწიფოდ აქცია.
არც იოცნებოთ! მაგრად მკიდია თქვენი შეფასება "მიშისტობა" -ზე! მე პირველ რიგში საკუთარ იდეებს ვიცავ. იდეებს, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე მქონდა და ზუსტად ვიცი, რომ ასე ახლოს არასოდეს ყოფილა ჩემი ქვეყანა ამ იდეების რეალიზებასთან, როგორც ეს, მისი პრეზიდენტობის პერიოდში იყო.


უნდა გეყოთ გამბედაობა საკუთარ სინდისთან თვალის გასასწორებლად და აღიაროთ, რომ ცალ-ცალკე ვერცერთმა ლიდერმა, დღემდე ვერ მოიპოვა ისეთი გრანდიოზული მასშტაბები საერთაშორისო პოლიტიკურ ველზე, როგორიც სააკაშვილს გააჩნია.

ერთად სახლში!" - წერს სულაშვილი.

0
163
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0