x
image
ღიმილიანი
კარგად გამოძინების შემდეგაც დაღლილობის შეგრძნება გაქვთ? - აი, რატომ

image

ის თუ როგორ გრძნობთ თავს გაღვიძების შემდეგ, ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენი საათი გეძინათ. თუ თქვენ ცუდად მიირთვით, დალიეთ ბევრი ყავა ან ენერგეტიკული სასმელი, არ დალიეთ საკმარისი რაოდენობით წყალი და არ იყავით ფიზიკურად აკტიური წინა დღეს, შესაძლოა, ძილის უამრავი საათის შემდეგაც კი დაღლილობა იგრძნოთ.

ასევე დიდი ხნის ძილით ვერ დაისვენებთ თუ თქვენ გვიან დაწექით დასაძინებლად. სხეულს ამ დროს მელატონინის სინთეზირება არ შეუძლია. ამან კი ბევრი სახის პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს. საუკეთესო დრო დასაძინებლად არის 12 საათამდე ანდა ერთსა და იმავე დროს, რომ ძილის გარკვეული რეჟიმი გქონდეთ, მაქსიმუმ ერთი საათის დაგვიანებით.


ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში დაგეხმარებათ გაღვიძების შემდეგ თავი კარგად იგრძნოთ, მაშინაც კი, თუ 8 სააათზე ნაკლები გეძინათ.


თუ დღის განმავლობაში გსურთ დასვენება, უმჯობესია 1-დან 3-საათამდე მონაკეთში და არავითარ შემთხვევაში ნახევარ საათზე მეტი. უფრო დიდხანს ძილი შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს, რადგან უფრო რთულია გაიღვიძოთ ღრმა ძილის შემდეგ, სწორედ ამიტომაც ხშირად უფრო დაღლილად გრძნობთ თავს.



0
439
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0