x
image
მარიამ პირველი
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა ისროლეს
image
გავრცელებული ინფორმაციით ისრაელის თავდაცვის არმიამ განაცხადა, რომ ღაზას სექტორიდან მათი მიმართულებით 200-ზე მეტი არამართვადი რაკეტა ისროლეს.

ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა - "რკინის გუმბათმა" რამდენიმე ათეული რაკეტა ჩამოაგდო.

სარაკეტო შეტევის გამო განგაში გამოცხადდა სდეროთეს, შაარის, აშდოდესა და რამდენიმე სხვა დასახლებულ პუნქტში.შეტევა ისრაელზე მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და ისმოდა აფეთქების ხმები.

დაიბომბა “ჰამასის" და “ისლამური ჯიჰადის" ათეულობით ობიექტი.ისრაელის არმიამ გაანადგურა ერთ-ერთი მიწისქვეშა პუნქტი, სადაც ჰამასი რაკეტებს ამზადებდა.ასევე შეტევა განხორციელდა “ბურეიჯის" ბატალიონის შტაბსა და რამდენიმე საწრთვნელ ბახაზე.


პალესტინაში დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ, თუმცა აცხადებენ რომ მათ შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც.

2
46
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
46
  
2019, 5 მაისი, 22:30
აბსოლიტურად გეთანხმებით
2019, 5 მაისი, 15:59
"რასაც დასთეს იმას მოიმკი", ღაზას სექტორი და საერთოდ პალესტინა არაა ებრაული მიწა, ოკუპირებული აქვს ისრაელს, სამშობლოს დამცველს აქვს უფლება ტერაქტის გარდა ყველანაირი ხერხით ებრძოლოს ოკუპანტს.
0 1 2