x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ერთადერთი შვილი ცოცხლად ვიგლოვეთ"-მედიაში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია

imageგუშინ სარაჯიშვილის მეტროსადგურზე მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, მედიაში არასწორი ინფორმაციის გავრცელებას დიდი გაუგებრობა მოჰყვა.


როგორც ირკვევა გარდაცვლილი ახალგაზრდა და მედიაში გავრცელებული ფოტო სხვადასხვა პიროვნებები აღმოჩნდნენ, მხოლოდ გვარი და სახელი ემთხეოდა-გიორგი ბადალაშვილი.


"ტელევიზიით ვნახე, რომ ახალგაზრდა ბიჭმა თავი მოიკლა, ამ დროს ჩემი შვილის ფოტო აჩვენეს და თქვეს, რომ გარდაცვლილი გიორგი ბადალაშვილი იყო. ჩემი შვილი 16 წლის არის. ის სავარჯიშოდ იყო წასული და ტელეფონი სახლში ქონდა დატოვებული. დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში, ვიდრე სახლში დაბრუნდებოდა მის შესახებ არაფერი ვიცოდით და ერთადერთი შვილი ცოცხლად ვიგლოვეთ. ჩემს მეუღლეს დიაბეტი აქვს და ლამის ხელებში ჩამაკვდა. ამას არავის ვაპატიებ. ახლაც კი სამძიმრის წერილებს და ზარებს ვიღებ. მთელი ოჯახი სანათესაო და სამეზობლო გავნადგურდით. ერთადერთი შვილი მყავს, წარმოიდგინეთ გაჩვენებენ ფოტოს და გეუბნებიან, რომ გარდაიცვალა. ათასი რამ ვიფიქრე, გარდატეხის ასაკშია, - განაცხადა „პრაიმთაიმთან" საუბარში 16 წლის გიორგი ბადალაშვილის დედამ- ინგა ლონდარიძე.


შეაგახსენებთ, გუშინ თბილისში, სარაჯიშვილის მეტროს სადგურის ლიანდაგებში 20 წლის ახალაგაზრდა ჩავარდა და დაიღუპა, თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, მომხდარი ინციდენტის გამო მეტროს მუშაობა ნაწილობრივ შეჩერებული იყო, მატარებლები მხოლოდ დიდუბე-ვარკეთილის მიმართულებით მოძრაობდნენ.

0
151
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0